გულისრევის შეგრძნება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

გულისრევის შეგრძნება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

გულისრევის შეგრძნება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

გულისრევის შეგრძნება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

გულისრევის შეგრძნებას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. მას შესაძლოა თან ახლდეს სისუსტე, თავბრუსხვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა და ოფლიანობა.

რა იწვევს გულისრევის შეგრძნებას?

გულისრევას ძირითადად იწვევს შემდეგი ფაქტორები: 

  • ქიმიოთერაპია
  • გასტროპარეზი (კუჭის კედლის კუნთების ფუნქციონირების შეზღუდვა, რაც მონელებას უშლის ხელს)
  • ზოგადი ანესთეზია
  • ობსტრუქცია ნაწლავებში
  • შაკიკი
  • "დილის სისუსტე" ორსულებში
  • როტავირუსი
  • ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი)
  • ვესტიბულური ნევრიტი
  • ალკოჰოლური ინტოქსიკაცია

გულისრევის შეგრძნება ბავშვებში

ბავშვებში გულისრევის შეგრძნება შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა ემოციებმა, სტრესმა, წყენამ, ზედმეტი საკვების მიღებამ, სირბილმა, ჭიებმა. 

ჭიებით - ჰელმინთებით ინვაზიისას დილაობით, უზმოზე, ბავშვს გულისრევის შეგრძნება აწუხებს. ჭიებზე მიანიშნებს ასევე პირიდან უსიამოვნო სუნი, ძილში კბილების კრაჭუნი, ნერწყვით დასველებული ბალიში, ტკივილი ჭიპის ირგვლივ და ა.შ.

ბავშვს შესაძლოა აქტიური თამაშების შემდეგაც დაეწყოს გულისრევის შეგრძნება, ან ღებინება, რაც გაძლიერებული ოფლიანობის გამო სითხისა და მარილების დაკარგვის ბრალია. როდესაც ბავშვი დარბის და ოფლიანდება, დროდადრო ასვით რამდენიმე ყლუპი წყალი. უმჯობესია, მინერალური, არა ცივი! მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ახლად ნაჭამი, სავსე კუჭით, ფიზიკურად მეტისმეტად არ დაიტვირთოს.

პატარებს სუსტი ვესტიბულარული აპარატი აქვთ და ხშირ შემთხვევაში მგზავრობისას გულისრევა აწუხებთ, ამას პერიოდულად თავბრუსხვევაც შეიძლება დაემატოს. მგზავრობის წინ ნურაფერს აჭმევთ - სავსე კუჭზე გულისრევა უფრო ადვილად განვითარდება. გარდა ამისა, ურჩიეთ ბავშვს, მგზავრობის დროს იყუროს პირდაპირ, გვერდითა ფანჯრიდან ნუ გაიხედავს, თორემ გულისრევა გაუძლიერდება. 

გულისრევის შეგრძნება ორსულებში

გულისრევის შეგრძნება ან პირღებინება ორსულთა 50-60 პროცენტს აწუხებს. ის ორსულობის მე-5, მე-6 კვირიდან იწყება და პიკს აღწევს ორსულობის 9 კვირის ვადისათვის. უმეტეს შემთხვევაში 16-20 კვირაზე ქრება, თუმცა 15-20%-ის შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს ორსულობის 30 კვირამდეც.  

ორსულთა ტოქსიკოზის ყველა შემთხვევა პათოლოგიად არ მიიჩნევა, შესაბამისად, ყოველთვის არც მკურნალობაა საჭირო. თუმცა, ორსულობისა და მისი ვადების დადგენისთვის, ასევე ტოქსიკოზის ნებისმიერი გამოვლინებისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს ორგანიზმის მდგომარეობას, დაადგენს ტოქსიკოზის სიმძიმის ხარისხს და სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ტაქტიკასაც შეარჩევს. ამ რთული პერიოდის გადალახვაში შესაძლოა ორსულს შემდეგი რჩევებიც დაეხმაროს: 

  • ხშირი კვება - შიმშილის შეგრძნების გაჩენამდე, 1-2 სთ-ში ერთხელ, მცირე ულუფებით, მშრალი, გრილი და არა ცხელი საკვებით 
  • ცივი , მჟავე სასმლის მიღება კვებებს შორის, კერძოდ საკვების მიღებამდე ან შემდეგ 30 წთ-იანი ინტერვალით, მცირე ულუფებით;  
  • დილით უზმოზე, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან ადგომამდე წასუსნავება კრეკერებით, ან ბისკვიტით, სტაფილოთი და სხვა.
  •  საკვების მიღების შემდეგ კბილების გაწმენდამ, პირის ღრუს ხშირმა გამორეცხვამ ასევე შესაძლებელია შეამციროს გულისრევის შეგრძნება.

როგორ ვუმკურნალოთ გულისრევის შეგრძნებას?

თუ გულისრევას თან ახლავს მკერდის, თავის ტკივილი, არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა 12 საათის განმავლობაში ან თქვენმა შვილმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა სითხე 8 საათის განმავლობაში, გაქვთ დეჰიდრატაციის ნიშნები - გაძლიერებული წყურვილი, მშრალი პირი, გაიშვიათებული შარდვა, მუქი ფერის შარდი , სისუსტე, თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება ადგომისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

პირველი სამედიცინო პლატფორმა REDMED გთავაზობთ ექიმთან ონლაინ კონსულტაციას 24/7-ზე. ვიდეო, ან აუდიო ზარის მეშვეობით თქვენ მიიღებთ საჭირო რჩევებს რიგებში დგომისა და დროის ფუჭად კარგვის გარეშე. 

მეტიც, საჭიროების შემთხვევაში REDMED-ით შესაძლებელია სასურველი მიმართულების სპეციალისტის სახლში გამოძახება და ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება ბინაზე. 

REDMED-ით შეგიძლია კვლევების პასუხები გაუგზავნო ექიმს კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც კი ექიმი REDMED-ის პორტალზე გამოგიგზავნით. მომდევნო 1 კვირის მანძილზე შესაძლებელია, განმეორებითი კონსულტაცია უფასოდ მიიღოთ.

REDMED-ი ის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებთ.


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available