ღრძილების ანთება - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ღრძილების ანთება

ღრძილების ანთება

ღრძილების ანთება

ღრძილების ანთება -

გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილები არ ირყევა. გინგივიტის გამოვლინება პირის ღრუში ძალიან ჰგავს პაროდონტიტს, თუმცა გინგივიტის დროს ანთებითი პროცესი ძვალზე არ ვრცელდება და შემოიფარგლება მხოლოდ რბილი ქსოვილებით. 

პაროდონტიტიც ღრძილების ანთებაა და მისი საწყისი სტადია თითქმის უსიმპტომოა. თუმცა, დაავადება შესამჩნევი ხდება მაშინ, როცა იწყება ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილები იწყებს შეშუპებას, შიშვლდება კბილის ფესვი, მატულობს კბილების მგრძნობელობა, იწყება მორყევა და ჩნდება სუნი პირის ღრუდან. პაროდონტიტის დროს ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის გამო კბილები ირყევა და თანდათან ცვივა. 

რა იწვევს ღრძილების ანთებას?

ღრძილების ანთების გამომწვევი მთავარი მიზეზი პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენაა, თუმცა, ასევე არსებობს სხვა მრავალი მიზეზი: 

  • ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები; 
  • კბილთა ანომალიური მდებარეობა; 
  • იმუნოდეფიციტი; 
  • ღრძილების ტრავმა; 
  • მავნე ჩვევები; 
  • ინფექციური და სომატური დაავადებები, მაგალითად: C ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.

ღრძილების ანთების ნიშნები:

  • სისხლდენა ღრძილებიდან;
  • ღრძილების სიწითლე ან მოლურჯო ელფერი;
  • ღრძილების შეშუპება;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან;
  • დისკომფორტი ან ღრძილების ტკივილი;
  • კბილის ფესვების გაშიშვლება;
  • კბილების მორყევა, ჩირქდენა.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს შეამჩნევთ, ეჭვი ღრძილების ანთებაზე უნდა მიიტანოთ და სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს.

ღრძილების ანთება ბავშვებში

ვინაიდან მიიჩნევა, რომ ღრძილების ანთების ძირითადი მიზეზი არასრულფასოვანი ჰიგიენაა, რაც იწვევს ბაქტერიების მოხვედრას ღრძილის ლორწოვან გარსზე, ბავშვებში ხშირად იჩენს თავს ეს პრობლემები. რისკჯგუფში შედიან როგორც მცირეწლოვანი (1-4 წლის) ბავშვები, ასევე სკოლის მოსწავლეები. თუ ბავშვს აქვს ღრძილების ანთება, აუცილებლად დროულად უნდა მოხდეს მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, რომ თავიდან აიცილოთ ინფექციური და ჩირქოვანი პროცესები.  

როგორ ვუმკურნალოთ ღრძილების ანთებას?

პირის ღრუს საფუძვლიანი ჰიგიენა განაპირობებს ჯანმრთელ ღრძილებს. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ღრძილების დაავადებები, აუცილებელია, პერიოდულად ჩატარდეს (3-6 თვეში ერთხელ) კბილების პროფესიული წმენდა. 

გადატვირთული რეჟიმის გამო, ხშირად გვავიწყდება ხოლმე გეგმურ კონსულტაციებზე მისვლა ექიმთან. თუმცა, თუ არ გაქვთ დრო მიხვიდეთ ან ჩანიშნოთ ვიზიტი სპეციალისტთან, ამაში პირველი ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა რედმედი დაგეხმარებათ. 

REDMED-ის მეშვეობით შესაძლებელია ონლაინ გაიაროთ ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია სასურველ ექიმთან 24 საათის განმავლობაში, ან ჩაეწეროთ კლინიკაში ვიზიტზე ზუსტ დროს და ადგილას. 

პლატფორმა აერთიანებს 20 სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან და მსურველს აძლევს საშუალებას, მისთვის სანდო, სასურველ ექიმთან გაიაროს კონსულტაცია მაშინაც კი, თუ ის საქართველოში არ არის. 

თუ სარგებლობთ ჯანმრთელობის დაზღვევით, რედმედი არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით და გადმოგცემთ, ან გამოგიგზავნით დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას .

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available