გონორეა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

გონორეა

გონორეა

გონორეა

გონორეა ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომლითაც ავადდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები. ის ძირითადად გავლენას ახდენს შარდსადენზე, სწორ ნაწლავზე და ხახაზე, ქალების შემთხვევაში კი ინფიცირდება საშვილოსნოს ყელიც, ხოლო მშობიარობისას ნაყოფზე გადაცემის დროს ის აზიანებს თვალებს. 

რა იწვევს გონორეას

გონორეული ინფექცია გამოწვეულია ბაქტერია ნეისერია გონორეას მიერ, მისი გადაცემის გზა სქესობრივია, რომელიც მოიცავს როგორც ვაგინალურ, ისე ორალურ და ანალურ გზებს. 

რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება 

  • ერთზე მეტი პარტნიორის ყოლა 
  • ახალ პარტნიორებთან დაუცველი კონტაქტი
  • კონტაქტი პარტნიორთან რომელსაც ყავს სხვა პარტნიორები
  • გონორეული ან სხვა სქესობრივად გადამდები ინფექციის ქონა წარსულში

გონორეას სიმპტომები

რიგ შემთხვევებში გონორეული ინფექციის დროს შესაძლოა არ გამოვლინდეს სიმპტომები, თუმცა გამოვლენის შემთხვევაში მხოლოდ გამოიხატება გენიტალურ ტრაქტში. 

გონორეის სიმპტომებს მამაკაცებში წარმოადგენს : 

  • ტკივილი შარდვის დროს 
  • ჩირქოვანი გამონადენი ასოდან
  • ტკივილი და შეშუპება ერთ-ერთი სათესლე ჯირკვლის არეში

სიმპტომებს ქალების შემთხვევაში მიეკუთვნება : 

  • ჭარბი ვაგინალური გამონადენი
  • წვა შარდვის დროს
  • სისხლიანი გამონადენი მენსტრუალურ ციკლებს შორის პერიოდში
  • ტკივილი მუცლის ან მენჯის ღრუში

არსებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

რა შეიძლება გამოიწვიოს გონორეამ 

გონორეული ინფექციის განვითარებას შესაძლოა მოყვეს რიგი გართულებები, ესენია : 

  • უშვილობა ქალებში – ინფექციის გავრცობას მენჯის ღრუში შესაძლოა მოყვეს ფალოპის მილების შეხორცება
  • უშვილობა კაცებში – ეპიდიდიმიტის განვითარება – იმ სადინრის ანთება, რომელიც საჭიროა სპერმის გამოსაყოფად
  • სხეულში გავრცელება – გონორეული ინფექციის სისხლში მოხვედრას მოსდევს ბაქტერიების გავრცელება ორგანიზმში რაც იწვევს – ტემპერატურის მატებას, გამონაყარს და სახსრების ტკივილს.
  • შიდსის/აივ ინფექციის განვითარების გაზრდილი რისკი 
  • გართულებები ბავშვებში – სანაყოფე გზებით გადაცემული გონორეული ინფექციის დროს ახალშობილებში ვითარდება სიბრმავე, წყლულები სკალპზე და  სხვა ინფექციები. 

გონორეას მკურნალობა

გონორეული ინფექციისგან თავის დასაცავად აუცილებელია ყველა სქესობრივი აქტის დროს გამოყენებულ იქნას კონდომი ან პარტნიორები იყვნენ მონოგამიურ ურთიერთობაში. 

მოზრდილებსა თუ ბავშვებში ანტიბიოტიკოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის ერთადერთ მეთოდს. ანტიბიოტიკის შერჩევა აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი ექიმის მიერ, რადგან თვითმკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები ან წაშალოს ინფექციის კვალი. ამასთანავე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე პარტნიორის ერთდროული მკურნალობა. 



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available