გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესი არის გავრცელებული სქესობრივად გადამდები ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს სიმპლექსის (მარტივი ჰერპესის) ვირუსის მიერ (HSV). სქესობრივი კონტაქტი წარმოადგენს დაინფიცირების პირველად გზას. ინფიცირების შემდეგ იმ შემთხვევაშიც თუ ჩატარდა ანტივირუსული თერაპია, ორგანიზმი ხდება ვირუსის მტარებელი და ის წლის განმავლობაში რამდენჯერმე აქტიურდება, შესაბამისად სიმპტომების არქონა არ ნიშნავს ვირუსისგან განკურნებას.
რა იწვევს გენიტალურ ჰერპესს
გენიტალურ ჰერპესს, როგორც უკვე ვახსენეთ იწვევს ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი :
გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი ორგანიზმის გარეთ სწრაფად იღუპება, თითქმის შეუძლებელია მისით დაინფიცირება საზოგადოებრივ ტუალეტებთან, ხელსახოცებთან ან დაინფიცირებული ადამიანის საყოფაცხოვრებო ნივთებთან კონტაქტის მეშვეობით.
გენიტალური ჰერპესის სიმპტომები
ჰერპესის ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ ამის შესახებ არ იცის, რადგან მათ აქვთ ან მსუბუქი გამოვლინება ან ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
როდესაც ხდება დაინფიცირება, სიმპტომების გამოვლენა ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხდება 2-დან 12 დღემდე.
თუკი თქვენ გამოგივლინდათ გენიტალური ჰერპესის სიმპტომები, ისინი იქნება შემდეგნაირი:
ვირუსთან პირველი კონტაქტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს არა მარტო გენიტალური, არამედ გრიპის მსგავსი სიმპტომებიც : თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, ცხელება და ლიმფური კვანძების გადიდება საზარდულის მიდამოებში.
არსებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გართულებების თავიდან არიდების მიზნით აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს მეან-გინეკოლოგს.
რა შეიძლება გამოიწვიოს გენიტალურმა ჰერპესმა
ისევე, როგორც სხვა ინფექციურ დაავადებებს, გენიტალურ ჰერპესსაც გააჩნია სხვადასხვა გართულებები, ესენია :
გენიტალური ჰერპესის მკურნალობა
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გენიტალური ჰერპესი ბოლომდე არ იკურნება. სიმპტომური მკურნალობა მოიცავს რიგ ანტივირუსულ პრეპარატებს, რომლებიც მხოლოდ ზემოთ ხსენებულ ჩივილებს შეამცირებს, თუმცა ორგანიზმი ჰერპესის მტარებლად მაინც დარჩება.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას