გასტრიტი - სიმპტომები და მკურნალობის გზები
გასტრიტი ზოგადი ფორმაა კომპლექსური მდგომარეობების რაც აერთიანებს კუჭის ამომფენი ლოწროვანი გარსის ანთებას. გასტრიტი შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული. ზოგიერთ შემთხვევებში გართულებულ ფორმებს წყლულის ჩამოყალიბებამდე მივყავართ და მეტიც, შესაძლოა წინაპირობა გახდეს კიბოს განვითარებისთვის.
გასტრიტის სიმპტომებია :
როდის მივმართოთ ექიმს?
ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია საჭმლის მონელების პრობლემა ან გამოუცდია კუჭის გაღიზიანების შეგრძნება. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხანმოკლეა და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, თუმცა თუ ზემოთ ჩამოთვლილი გასტრიტის სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც გაგირძელდათ 1 კვირა ან მეტი, აუცილებელია დროულად მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რათა თავიდან აირიდოთ გართულებები.
საჭიროა მოახდინოთ სასწრაფო რეაგირება, თუ მწვავე ტკივილს თან ახლდა საკვებისმიერი ან სისხლიანი პირღებინება, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის მიღების შემდეგ გეწყებათ ან თუ შეამჩნიეთ სისხლიანი ან შავი ფერის განავალი.
აუცილებლად შეატყობინეთ სპეციალისტს თუ მწვავე ტკივილს წინ უსწრებდა რომელიმე მედიკამენტის მიღება ან თუ ქრონიკულად იღებთ რაიმე სახის პრეპარატებს, განსაკუთრებით ასპირინს ან სხვადასხვა ტიპის ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.
რა იწვევს გასტრიტს?
გასტრიტის გამომწვევი მიზეზი კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსის დამცავი ბარიერის შესუსტება ან დაზიანებაა, რასაც მომნელებელი წვენების მიერ შიდა შრეების გაღიზიანება და საბოლოოდ ანთებით პროცესად ჩამოყალიბება მოყვება.
გასტრიტის გამომწვევ რისკ ფაქტორებს წარმოადგენს:
მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია გასტრიტის ფორმასა და გამომწვევ მიზეზებზე, რაც გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა მოიცავს დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.
გასტრიტის ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ბევრად უფრო ამარტივებს და დროში ამცირებს მისი უკუგანვითარების პერიოდს. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ვიდეო კონსულტაციის მეთოდით, რომელსაც REDMED-ი გთავაზობთ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას