გადაუდებელი კონტრაცეფცია - REDMED
REDMED APP
Get on the Store

გადაუდებელი კონტრაცეფცია

გადაუდებელი კონტრაცეფცია

გადაუდებელი კონტრაცეფცია

“მეორე დილის აბი” იგივე გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად ქალებში, რომელთაც ჰქონდათ დაუცველი სექსი, ან ჩასახვის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა.

აბი განკუთვნილია მხოლოდ სარეზერვო კონტრაცეფციისთვის და არა როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო პირველადი მეთოდი.

გადაუდებელი კონტრაცეფცია დაგეხმარებათ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაში, თუ :

  • გქონდათ დაუცველი სექსი
  • არ გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები
  • გამოტოვეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღება
  • ხართ სექსუალური ძალადობის მსხვეპლი
  • ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა

გადაუდებელი კონტრაცეპციის აბები არ წყვეტს იმპლანტირებულ ორსულობას. ის ძირითადად მუშაობს ოვულაციის შეფერხებით, ან თავიდან აცილებით.

გაითვალისწინეთ, რომ გადაუდებელი კონტრაცეფცია არ არის იგივე, რაც აბორტის აბი. 

რისკები

გადაუდებელი კონტრაცეფცია არის ეფექტური საშუალება ორსულობის თავიდან ასაცილებლად დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ. თუმცა, არ არის ისეთი ეფექტური, როგორც კონტრაცეფციის სხვა მეთოდები და არ არის რეკომენდებული რუტინული გამოყენებისთვის. ასევე, ამ სახის აბები არ უზრუნველყოფს დაცვას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.

არ მიიღოთ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები თუ:

  • ხართ ალერგიული აბების ნებისმიერ კომპონენტზე
  • იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ კონტრაცეფციის აბების ეფექტურობა

თუ გაწუხებთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე, არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი არ იქნება ისეთი ეფექტური ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩვეულებრივ გრძელდება მხოლოდ რამდენიმე დღე, შეიძლება მოიცავდეს:

  • გულისრევის შეგრძნება, ან ღებინება
  • თავბრუსხვევა
  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • მკერდის მგრძნობელობის მომატება
  • სისხლდენა პერიოდებს შორის, ან უფრო მძიმე მენსტრუალური სისხლდენა
  • ქვედა მუცლის ტკივილი, ან კრუნჩხვები

მაქსიმალური ეფექტურობისთვის, გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ, მაქსიმუმ 72-120 საათის განმავლობაში, მედიკამენტის ანოტაციის შესაბამისად.

თუ აბის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში გექნებათ ღებინება, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია წამლის ხელახლა მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით.

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების გამოყენებამ შესაძლოა მენსტრუალური ციკლი დაარღვიოს, ან შეაფერხოს. თუ აბების მიღებიდან სამი-ოთხი კვირის განამვლობაში არ დაგეწყოთ მენსტრუაცია, აცულებლად ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი.

ჩვეულებრივ, გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების ყიდვა და გამოყენება შესაძლებელია რეცეპტის და ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუმცა, თუ აბის გამოყენების შემდეგ გაქვთ სისხლდენა, ან ლაქები, რომელიც გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს, ან გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში აბის მიღებიდან სამი-ხუთი კვირის განმავლობაში, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. 

ეს სიმპოტმები შეიძლება მიუთითებდეს სპონტანურ აბორტზე, ან იმაზე, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმპლანტირებულია საშვილოსნოს გარეთ, ჩვეულებრივ ფალოპის მილში (ექტოპიური ანუ გარე ორსულობა).

თუ გქონდათ დაუცველი სექსი და გაწუხებთ კითხვები; ფიქრობთ, რომ გაქვთ არასასურველი ორსულების, ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადების რისკები, გაიარეთ ექიმთან ონლიან კონსულტაცია რედმედზე.


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available