ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე


ნოემბრის თვე წარმოადგენს ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს და ის გამოიყენება რათა ხაზი გაესვას ფილტვის კიბოს სიმძიმეს და ძირითად რისკ-ფაქტორებს მთელს მსოფლიოში.

2020 წელს ფილტვის კიბოს დაახლოებით 2.2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC)-ი სტაბილურად ასახელებდა ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებულ კიბოდ მსოფლიოში 2020 წლამდე, სანამ ძუძუს კიბოს შემთხვევების რაოდენობამ ოდნავ გადააჭარბა ფილტვის კიბოს შემთხვევებს. თუმცა, ფილტვის კიბო იყო და რჩება კიბოს სიკვდილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მსოფლიოში. ფილტვის კიბოსგან 2020 წელს თითქმის 1,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც თითქმის ორჯერ მეტია სიმსივნით გამოწვეული სიკვდილის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზზე -  კოლორექტალური კიბოზე.

ფილტვის კიბოს განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორად თამბაქოს მოწევა რჩება. სხვა საერთო მიზეზები მოიცავს გარე და შიდა ჰაერის დაბინძურებას, დიზელის ძრავის გამონაბოლქვს, შედუღების ორთქლსა და აზბესტს. ყველაზე ხშირი ფილტვის კიბოს დიაგნოზი და მისით გარდაცვალებულთა რაოდენობა ფიქსირდება აზიაში, ხოლო შემდგომ ევროპაში.

ამჟამად, IARC მკვლევარები მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენის გასაუმჯობესებლად, ყველაზე მეტი რისკის ქვეშ მყოფი პირებისა და ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის, ფილტვის კიბოს იშვიათი ქვეტიპების გამოსაკვლევად და მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში გადარჩენის გასაუმჯობესებლად.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ფილტვის კიბოს რისკი რამდენიმე გზით:

  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა -  არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ფილტვის კიბოს პრევენციისთვის. ფილტვის კიბოს 10-დან თითქმის 9 შემთხვევა გამოწვეულია სწორედ სიგარეტის მოწევით. 
  • მოერიდეთ მეორად კვამლს (პასიური მწეველობა) - სხვა ადამიანების სიგარეტის ან სიგარის კვამლის შესუნთქვას პასიური მწეველობა ეწოდება. პასიური მწეველობა იწვევს ფილტვის კიბოს მოზრდილებში, რომლებსაც შესაძლოა არასდროს მოუხმარიათ თამბაქო. ეს ყველაფერი ზრდის ფილტვის კიბოს რისკს 20%-დან 30%-მდე.
  • გააკეთეთ ტესტირება რადონზე თქვენს სახლში - რადონი არის გაზი, რომლის სუნის შეგრძნება, გასინჯვა და დანახვა შეუძლებელია. ის ბუნებრივად მოდის კლდეებიდან და ნიადაგიდან და შეიძლება არსებობდეს მიწისქვეშა წყლებშიც. ითვლება, რომ რადონი არის ფილტვის კიბოს მეორე წამყვანი მიზეზი შეერთებულ შტატებში, რომელიც ყოველწლიურად 20000-ზე მეტი ფილტვის კიბოსგან განვითარებული სიკვდილის გამომწვევია.

რამდენად სწორია ფილტვის კიბოს სკრინინგ პროგრამაში ჩართულობა თქვენთვის?

აშშ-ს პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციას უწევს ფილტვის კიბოს ყოველწლიურ სკრინინგს დაბალი დოზებით, კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT სკანირება) იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ სამივე კრიტერიუმს:

  • 20 წლის მანძილზე მოიხმარდნენ სიგარეტის ერთ კოლოფს დღეში;
  • მოიხმარენ სიგარეტის ერთ კოლოფს დღეში ახლა ან მოიხმარდნენ და შეწყვიტეს მოხმარება ბოლო 15 წლის განმავლობაში;
  • არიან 55-დან 75 წლამდე.

ფილტვის კიბოს სკრინინგი თავის მხრივ გარკვეული სახის რისკ-ფაქტორებსაც მოიცავს დასხივების კუთხით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფარგლებში მოქმედებს უფასო სკრინინგ პროგრამა, ის მხოლოდ რეკომენდირებულია იმ მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ დაავადების განვითარების მაღალი რისკი მათი მწეველობის ისტორიდან და ასაკიდან გამომდინარე.

იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი, მიიღოთ უახლესი რეკომენდაციები და გაერკვეთ, რამდენად სწორია თქვენთვის სკრინინგ პროგრამაში ჩართულობა, შესაძლებლობა გეძლევათ REDMED-ის საიტისა თუ აპლიკაციის მეშვეობით გაიაროთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია მაღალკვალიფიციურ პულმონოლოგებთან და პრევენცია გაუწიოთ დაავადების გვიან სტადიაზე აღმოჩენას. 







REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available