ენტეროვირუსები იწვევს დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე ინფექციას. ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ინფიცირდებიან ამ ვირუსებით, არ ავადდებიან, ან აქვთ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, როგორც გრიპის დროს. ზოგიერთ შემთხვევას, შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ჩვილებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.
მოზრდილებში სიმპტომები უფრო მსუბუქადაა გამოხატული.
მსუბუქი სიმპტომებია:
ზოგიერთმა ენტეროვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს:
ჩვილებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს აქვთ ამ გართულებების უფრო დიდი შანსი.
ენტეროვირუსით ინფიცირებულ ახალშობილებს შეიძლება განუვითარდეთ სეფსისი (სხეულის აბსოლუტური რეაქცია ინფექციაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება, ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი). თუმცა, ეს ძალიან იშვიათია.
ენტეროვირუსულმა ინფექციებმა ბავშვებში შეიძლება ასევე გამოიწვიოს ტიპი 1 დიაბეტის განვითარება.
თუ ენტეროვრუსის სიმპტომები თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს გამოგივლინდათ, რედმედზე დაუყოვნებლივ შეგიძლიათ ოჯახის ექიმთან ან პედიატრთან კონსულტაციის გავლა, სამედიცინო რეკომენდაციების, დანიშნულებისა და დოკუმენტაციის მიღება, ხარჯების ანაზღაურებისთვის სადაზღვევო კომპანიაში წარსადგენად.
ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელება
ინფიცირების შემდეგ, შესაძლოა გადაიტანოთ ვირუსი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ.
პრევენცია და მკურნალობა
ბევრ ადამიანს, რომელიც ინფიცირდება ენტეროვირუსული ინფექციებით, არ აღენიშნებათ სიმპტომები, მაგრამ მაინც შეუძლიათ ვირუსის გავრცელება. ეს ართულებს გავრცელების პრევენციას.
საუკეთესო გზა, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები ენტეროვირუსული ინფექციებისგან:
არ არსებობს ვაქცინა, რომელიც დაგიცავთ ენტეროვირუსული ინფექციისგან.
Მკურნალობა
სპეციფიური მკურნალობა ენტეროვირუსული ინფექციისთვის არ არსებობს. ენტეროვირუსული ინფექციით გამოწვეული მსუბუქი დაავადების მქონე ადამიანებს, როგორც წესი, მხოლოდ მათი სიმპტომების მკურნალობა სჭირდებათ. ეს მოიცავს იმდენი წყლის დალევას, რომ დარჩეთ ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები. უმეტესობა შემთხვევაში, ორგანიზმი სრულად აღდგება. თუმცა, ენტეროვირუსებით გამოწვეული ზოგიერთი დაავადება შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე, და მოითხოვდეს ჰოსპიტალიზაციას.
თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. რედმედით ექიმს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან დაუკავშირდებით. ექიმთან კონსულტაციისთვის მხოლოდ უნდა დარეგისტრირდეთ რედმედზე და დაჯავშნოთ სასურველი დრო.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას