ყოველი მენსტრუაციული ციკლი წინას დასრულებიდან დაახლოებით 28-30 დღის შემდეგ იწყება, თუმცა მაინც ინდივიდუალურია. Ზოგი ქალისთვის შეიძლება 21 დღემდე იყოს, ზოგისთვის კი - 35. ცხოვრებაში ერთხელ მენსტრუაციის გადაცდენა შეიძლება ყველამ გამოსცადოს, ეს სავსებით ნორმალურია. ამ დროს გონება ავტომატურად ორსულობაზე მიდის, მაგრამ ორსულობის გარდა ამის გამომწვევი საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს.
Ზოგადად, ჰორმონალური სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა ცვლილებების მიმართ, ამიტომაც მენსტრუაციის გადაცდენის წინაპირობა შეიძლება იყოს:
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, უფრო სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის შედეგად შეიძლება მენსტრუაციის გადაცდენა:
Პირველ რიგში, საჭიროა ორსულობის გამორიცხვა. ამის შემდეგ დაგვიანების საკმაოდ ბევრი მიზეზი რჩება, სამედიცინო განათლების გარეშე კი, საკმაოდ რთულია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი იწვევს კონკრეტულ შემთხვევაში. Რა თქმა უნდა, მენსტრუაციის დაგვიანება ყოველთვის ექიმთან ვიზის არ მოთხოვს.
თუმცა აუცილებელია სპეციალისტის ნახვა, თუ თქვენი ციკლი არარეგულარული გახდა, გაქვთ ყოველ არანაკლებ ყოველ 35 დღეში ან ყოველ 21 დღეში, საერთოდ შეგიწყდათ. გაითვალისწინეთ, რომ მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ, ვაგინიდან გამონადენი ყოველთვის ციკლი არ არის. დაუყოვნებლივ მიმართეთ გინეკოლოგს, თუ გრძნობთ ძლიერ ტკივილს, გულისრევას, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან ძლიერი სისხლდენა.
Სპეციალისტს სწორი დიაგნოსტიკისთვის ჭირდება იმის ცოდნა, მენსტრუაციის გადაცდენა რამდენი დღით ან კვირით მოხდა. ამისთვის აუცილებელია მენსტრუალური ციკლის კონტროლი და ყოველთვიურად იმის ჩანიშვნა, რომელ რიცხვში იწყება. Ზოგისთვის ფურცელზე თარიღის დაწერა საკმარისია, თუმცა უფრო არაორგანიზებულმა ადამიანმა შეიძლება ეს ფურცელი სადმე დაკარგოს. ამიტომაც სხვები ბლოკნოტში ან აპლიკაციაში ჩანიშვნას ამჯობინებენ. Ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელი მენსტრუაციის დაწყების და დასრულების თარიღის რეგულარულად ჩანიშვნა.
Სპეციალისტი მკურნალობის რა კურსს დანიშნავს, დამოკიდებულია იმაზე, რა იწვევს მენსტრუალურ გადაცდენას. თუმცა არსებობს საშინაო “სამკურნალო” საშუალებები, რომლებიც ციკლის დარეგულირებაში დაგეხმარებათ:
Ზემოთხსენებული მიზეზების გარდა, მენსტრუაციის გადაცდენა შესაძლოა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით იყოს გამოწვეული. ეს არის ენდოკრინული დაავადება, რომელიც ხასიათდება შემდეგი Სიმპტომებით:
Მართალია, მენსტრუაციის გადაცდენა ან შეწყვეტა ხშირად შეიძლება პოლიცისტოზს დაუკავშირონ, თუმცა ეს დაავადება ზოგჯერ რეგულარული ციკლითაც მიმდინარეობს. Პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონდე ქალებში მაღალია უშვილობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.
REDMED-ის პლატფორმის საშუალებით, შეგიძლიათ სიმპტომების გამოვლენისთავანე დისტანციურად დაუკავშირდეთ გინეკოლოგს და მიიღოთ დროული კონსულტაცია.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას