ელენთა ადამიანის იმუნური სისტემის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არა სასიცოცხლოდ აუცილებელი. ის დაახლოებით მუჭის ზომის ორგანოზა და “ეკისრება” საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები. გამომდინარე იქიდან, რომ ელენთა ინფექციასთან მებრძოლ ლეიკოციტებს, ებრძვის ორგანიზმში შეჭრილ მიკრობებს. ასევე, ფილტრავს სისხლს და აკონტროლებს სისხლის უჯრედების დონეს.
თუმცა, ღვიძლს შეუძლია ელენთის უმეტესი ფუნქციის შეთავსება, ამიტომაც ადამიანი ამ ორგანოს გარეშე თავისუფლად ცოცხლობს.
ელენთის ტკივილი, ანუ ტკივილი მარცხენა ნეკნის უკან, ჩვეულებრივ მიუთითებს დაზიანებულ, გახეთქილ ან გაფართოებულ ელენთაზე, ან ელენთის ინფარქტზე.
ელენთა შეგიძლია დაზიანდეს ან გასკდეს? სხვადასხვა დაზიანების შედეგად, მაგალითად, ავტოსაგზაო ავარიის შემდეგ. ელენთის ტკივილის გარდა, გაზიანების დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
თუ გაქვთ ეჭვი დაზიანებულ ან გაცეთქილ ელენთაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან მაღალია სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის რისკი.
გახეთქილი ელენთის დროს, ორგანოს ზედაპირია დაზიანებული. გარდა ტრავმისა, ეს შეიძლება სხვადასხვა დაავადებამაც გამოიწვიოს, მათ შორის: მეტაბოლური დარღვევები, ღვიძლის დაავადებები, ინფექციები, კიბო (განსაკუთრებით, ლიმფომა). Მთავარი სიმპტომი არის ელენთის ტკივილი ან მწვავე ტკივილი მუცლის არეში მარცხენა მხარეს. გარდა ამისა, გახეთქილ ელენთის დროს პაციენტებს აწუხებთ მოუსვენრობა, გულისხრევის შეგრძნება, დაბნეულობა, გულისწასვლის შეგრძნება.
ელენთის ტკივილი, როგორც ითქვა, შეიძლება გაფართოებულ ელენთაზეც მიანიშნებდეს. ელენთის შეშუპების მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორც ინფექცია ან ფიზიკური ტრავმა, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ, რევმატორიდული ართრიტი, ლეიკემია და სხვა).
შეშუპებული ელენთა ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს, მათ შორის, არც ელენთის ტკივილს, თუმცა ჩვეულებრივ, შემდეგი ჩვენებები ახასიათებს:
ელენთის პრობლემების მკურნალობა ძირითადად მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. პაციენტს მედიკამენტოზური მკურნალობა დაენიშნება და ექიმი რამდენიმე თვის განმავლობაში დააკვირდება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თუმცა ზოგჯერ ელენთის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გართულდეს და სისხლდენით დასრულდეს. ასეთ დროს, თითქმის ყოველთვის ოპერაცია აუცილებელია.
ელენთის არასწორად ფუნქციონირებამ/მუშაობა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მათ შორის:
ამიტომაც ელენთის ტკივილის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი გაუსაძლისია ან სუნთქვისას უარესდება. ასე მის გამომწვევ მიზეზს დროულად აღმოაჩენთ და გართულებების გარეშე შეძლებთ მკურნალობას.
REDMED-ის აპლიკაციის ან ვებ-გვერდის დახმარებით, შეგიძლიათ დისტანციურად გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, სახლიდან გაუსვლელად და დაზოგოთ დრო.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას