დისტანციური კონსულტაცია - REDMED
REDMED APP
Get on the Store

დისტანციური კონსულტაცია

დისტანციური კონსულტაცია

დისტანციური კონსულტაცია

ადამიანისთვის, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკუთარი ჯანმრთელობაა. მიუხედავად ასეთი მარტივი ჭეშმარტიებისა, ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩივილებს. დროთა განმავლობაში კი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე “თვალის დახუჭვა”, ჩვენს საზოგდოებაში, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა. კარგი ისაა, რომ დროსთან ერთად, მსგავსი ტენდენციებიც იცვლება.

როდის გჭირდება ექიმის დისტანციური კონსულტაცია?

როცა დამღლელი სამუშაო დღის დასასრულს სახლში მიხვედი, გაწუხებს უმნიშვნელო ჩივილები და გსურს არასამუშაო საათებში დაუკავშირდე ექიმს, გაესაუბრო და მიიღო მისგან რჩევა. 

როცა სამოგზაუროდ ხარ წასული და მოულოდნელად გაცივდი, გამოგივლინდა ალერგია, მწერმა გიკბინა ან სხვა რამ. 

იღებ ტელეფონს, ხსნი REDMED-ის აპლიკაციას, მონიშნავ სამედიცინო მიმართულებას, გაეცნობი ექიმების პროფილებს, რომელიც გაძლევს ყველა იმ ინფორმაციას, რისი ცოდნაც შესაძლოა გინდოდეს მაგალითად ექიმის განათლება, სტაჟი, სერთიფიკატები და სხვა. ირჩევ სასურველ ექიმს, მომსახურების ტიპს, ეცნობის მის გრაფიკს და შენთვის ხელსაყრელ დროს ნიშნავ კონსულტაციას.   

REDMED-ი სამი ტიპის დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას გთავაზობს: 

  • ვიდეო კონსულტაცია - რომელიც ძირითად შემთხვევებში სრულყოფილად ანაცვლებს ექიმთან პირველად ვიზიტზე მისვლის საჭიროებას. Კონსულტაციის მიღების შემდეგ შენ შეგიძლია დაზღვევისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მიიღო, რომელსაც ასევე ონლაინ, REDMED-ის აპლიკაციით მიიღებ. 
  • აუდიო კონსულტაცია - თუ ექიმის რჩევა გჭირდება, გაქვს სამედიცინო სახის კითხვა ან როცა ექიმი უკვე იცნობს შენს მდგომარეობას აუდიო კონსულტაციით შეგიძლია მიიღო კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია. 
  • სწრაფი ზარი - შეგიძლია გამოიყენო მაშინ, როცა ექიმის რჩევა დაუყოვნებლივ გრჭიდება, თუმცა მდგომარეობა იმდენად მწვავე არ არის, რომ სასწრაფოს ან რომელიმე კლინიკას მიმართო. 

მწვავე ვირუსების პერიოდში, სახლიდან გასვლა და კლინიკაში ვიზიტი პრობლემად გესახება. თუმცა უკვე იცი, რომ შეგიძლია მარტივად დაუკავშირდე ექიმს REDMED-ის საშუალებით და თავი ააირიდო ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებს. 

და ბოლოს, როცა ხვდები, რომ რიგ შემთხვევებში, ექიმის დისტანციური კონსულტაცია, კლინიკაში პირველი ვიზიტის ჩანაცვლების საუკეთესო ალტერნატივაა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია უამრავ დაბრკოლებასთან, საცობთან და რიგებთან.

REDMED-ის აპლიკაციით ნებისმიერ დროს შეძლებ დისტანციური სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას. რაც უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება შენთვის ექიმთან დაკავშირება, მით უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, რომ ყოველთვის დაუთმო საკმარისი დრო და ყურადღება საკუთარ ჯანმთელობაზე ზრუნვას. 

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available