„დემენცია“ (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, mens ჭკუა, გონება) ზოგანი ტერმინია და აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პიროვნებას აქვს მსჯელობის და მეხსიერების პრობლემები.
დემენციის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ნელ-ნელა იწყება და გაუარესებაც სწრაფი არ არის. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მეხსიერების პრობლემებს, კონფუზიას, სირთულეებს საუბრისას, მაგალითად ადამიანი ვერ პოულობს სწორ სიტყვას, რომელიც აღნიშნავს საგანს ან მოქმედებას, კონცენტრირების, მიზნობრივი მოქმედების, მსჯელობის და დასაბუთების სირთულეებს, სირთულეებს ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რაც დაკავშირებულია მათემატიკურ უნარებთან - ანგარიშის გადახდა, ფინანსების კონტროლი, ნაცნობ გარემოში დეზორიენტაციას და სხვა.
პროგრესირების შემთხვევაში პაციენტებს შეიძება შემდეგი სიმპტომებიც გამოუვლინდეთ:
დემენციას ბევრი განსხვავებული სახე აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილია შედარებით გავრცელებული ფორმები:
ალცჰეიმერის დაავადება - დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზია. ამ დროს ხდება ტვინის უჯრედების ნელი სიკვდილი დროთა განმავლობაში.
სისხლძარღვოვანი დემენცია - ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ტვინის გარკვეული ნაწილი სისხლით ადეკვატურად არ მარაგდება. ეს შეიძლება მოხდეს როდესაც ტვინის სისხლძარღვი დაიცობა თრომბით (ინსულტი), ან სისხლძარღვები ვიწროვდება ასაკობრივი ცვლილებების ან მაღალი არტერიული წნევის გამო. დემენციის ეს ტიპი მეტად დამახასიათებელია ადამიანებისათვის, ვისაც ჰქონდა ინსულტი ან აქვს ინსულტის განვითარების მაღალი რისკი.
დემენცია პარკინსონის დაავადებისას - პარკინსონი თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ძირითადად მოძრაობას აზიანებს, ჩნდება დაჭიმულობა, ტრემორი, მოძრაობის შენელება. ზოგჯერ ამ დაავადების პროგრესირებისას ვითარდება დემენცია.
სხვა მიზეზები - მთელი რიგი ნევროლოგიური დაავადებები, თავის მრავლობითი ტრავმული დაზიანება და სხვა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ დემენციის ნიშნები, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რომ ობიექტურად შეფასდეს დემენციის არსებობა. შეიძლება თქვენ რაიმე მედიკამენტს იღებთ, რომელიც კონფუზიას და დემენციის სიმპტომებს იწვევს, ან რაიმე სხვა სამედიცინო პრობლემა გაქვთ, რომელიც დემენციის სიმპტომების იწვევს და მკურნალობას ექვემდებარება.
პაციენტთა უმრავლესობას დემენციის ნიშნებით გამოკვლევა არ სჭირდება. ხშირად საკმარისია ოჯახის წევრის და თავად პაციენტის გამოკითხვა და ტესტის ჩატარება, როდესაც პაციენტი პასუხობს ექიმის დასმულ შეკუთხვებს და ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, მაგალითად, ასახელებს ციფრებს 100-დან უკან 7-ის გამოკლებით ან აერთებს ქაღალდზე ფიგურებს გარკვეული წესის დაცვით და სხვა.
ზოგ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევები - სისხლის ტესტები ან თავის ტვინის სკანირება (მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია), რომ გამორიცხოს დემენციის სიმტოპმების გამომწვევი სხვა მიზეზები.
მკურნალობა დამოკიდებულია დემენციის სახეზე. ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდ მოწოდებულია მედიკამენტები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეუძლიათ დახმარება.
სისხლძარღვოვანი დემენციის შემთხვევაში მკურნალობა ძირითად მიმართულია მიზეზის - სისხლის არასაკმარისი მიწოდების გამოსასწორებლად ან გაუარესების შესაჩერებლად. ამისთვის საჭიროა არტერიული წნევის და ქოლესტერინის მოწესრიგება, ასევე, თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება სხვადასხვა საშუალებებით.
სამწუხაროა, მაგრამ დემენციის მკურნალობის ეფექტური გზები არ არსებობს, თუმცა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თანხმლები მდგომარეობების მკურნალობა, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა.
როდესაც ადამიანს აქვს დემენცია, ის ხშირად ვერ აცნობიერებს, რამდენად შორს წასულია დაავადება. ოჯახის წევრები ხშირად უფრო ობიექტურები არიან შეფასებაში, ვიდრე თავად პაციენტი. პაციენტი დემენციით უნდა მოერიდოს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა მანქანის ტარება, ელექტროობასთან ან მაღალ ტემპერატურასთან - (გაზქურა ან ელექტროქურა) კონტაქტი და სხვა, პოტენციურად სახიფათო საქმიანობებს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები დემენციით ხშირად ეცემიან და იზიანებენ თავს. დაცემის რისკის შესამცირებლად: უზრუნველყავით, რომ ის ადგილები, სადაც პაციენტი გადაადგილდება სახლში, იყოს კარგად განათებული, კიბეებზე გააკეთეთ სახელურები, გლუვ ზედაპირებზე დაამაგრეთ მოცურების საწინააღმდეგო საშუალებები, სახლში უზრუნველყავით, რომ არ იყოს შიშველი მავთულები, ავეჯი არ აფერხებდეს გადაადგილებას და ა.შ.
სამწუხაროდ, პირდაპირი გზა, რომ დემენცია თავიდან ავიცილოთ, არ არსებობს, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ტვინის ჯანმრთელობას:
არსებობს რიგი კვლევები, რომელთა მიხედვითად ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები), ვიტამინები, კოფეინი, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ახდენს დემენციის პრევენციას, თუმცა დადასტურებული ეფექტი სამწუხაროდ არცერთ ამ პრევენციულ ღონისძიებას არ აქვს.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას