დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამას ყოვედღიურად ამტკიცებენ. დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა და მთელს მსოფლიოში სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ცდილობენ ამ გენეტიკური ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების უზრუნველყოფას. ახლა განსაკუთრებით ბევრს წაიკითხავთ იმაზე, თუ რა არის დაუნის სინდრომი, მისი გამომწვევი მიზეზები, რა სიმპტომები ახასიათებს და სხვა.
ამ ბლოგში კი ვეცდები, დაუნის სინდრომი ცოტა განსხვავებული კუთხით დაგანახოთ და მოგიყვებით ისეთ ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს სხვადასხვა სფეროში არღვევენ.
Მედლინი პირველი სუპერმოდელია დაუნის სინდრომით. Მისი კარიერა 2015 წლიდან იწყება, როდესაც ორი მსხვილი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა. Ამ წელსვე გამოვიდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე და გახდა დაუნის სინდრომის მქონე პირველი პროფესიონალი მოდელი. Მას შემდეგ გამოვიდა არაერთ ჩვენებაზე, მიიღო მონაწილეობა ბევრ ფოტოფესიაში და მოდის საკულტო ჟურნალში Vogue-ში მოხვდა.
გარდა მოდელობისა, ის იბრძვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის და ამისთვის თანამშრომლობს არაერთ საქვემოქმედო ორგანიზაციასთან.
Პაბლოს უმეტესობა სწორედ მისი სამსახიობო კარიერის გამო იცნობს - 2009 წელს ესპანურენოვან ფილმ Yo Tambien-ში შესრულებული როლისთვის მიიღო პრესტიჟული ჯილდო [Silve Shell Award]. Მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის არის პირველი ევროპელი დაუნის სინდრომით, რომელმაც მიიღო უნივერსიტეტის დიპლომი. Მას აქვს სწავლების დიპლომი და ასევე ბაკალავრიატის ხარისხი საგანმანათლებლო ფსიქოლოგიაში.
თავის მომავალს უფრო მასწავლებლობას უკავშირებს, რადგან ეს პროფესია მისთვის ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, პაბლო იბრძვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უფლებებისთვის, მისთვის პრიორიტეტი უმუშევრობის დონის შემცირებაა.
კოლეტის ისტორია ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს საზოგადოებაში სრულად ინტეგრირების საშუალებას, სამწუხაროდ, არ აძლევენ. Მან სამ წლიანი კულინარიული კურსი ორ წელში დაამთავრა და ამის შემდეგ უშედეგოდ ეძებდა სამსახურს მისთვის საყვარელ სფეროში. თუმცა Მისი ამბავი საკმაოდ შთამაგონებელიცაა, რადგან კოლეტი დაბრკოლებების მიუხედავად არ დანებდა და ახლა საკუთარი წარმატებული ბიზნესი “Collette’s Cookies” აქვს. ის ამ ბიზნეს და მის ხელთ არსებულ პლატფორმებს (მას ხშირად იწვევენ ცნობილი ტელევიზიები სტუმრად) იყენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებში უმუშევრობის და სიღარიბის დონის შესამცირებლად.
და, ბოლოს, სპორტსაც შევეხოთ. 2020 წელს კრისი გახდა პირველი დაუნის სინდრომის მქონე ათლეტი, რომელმაც შეძლო Ironman-ის ტრიათლონის დასრულება. ამით თავისი ოცნებაც აიხდინა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხდვა. Სამომავლოდ, 2022 წელს აპირებს სპეციალური ოლიმპიადის საერთაშორისო თამაშზე (საერთშორისო სპორტული შეჯირება ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისა და ათლეტებისთვის) ასპარეზს.
Რა თქმა უნდა, ეს სია არასრულყოფილია და ყოველდღიურად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მომავალს ცვლიან ისეთ სფეროებშიც, როგორიცაა პოლიტიკა, მუსიკა, თეატრი და სხვა.
ავტორი: მარიამ ოსიტაშვილი
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას