დაბალი წნევა
ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, დაბალ წნევად მიიჩნევა სისტოლური წნევის 90 და დიასტოლურის 60-ზე ნაკლები მაჩვენებლები. თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც სცდება ნორმის ზღვარს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დაბალწნევიანი ხართ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთი ადამიანისთვის დაბალი მაჩვენებელი, მეორისთვის შესაძლოა ნორმად ითვლებოდეს. აქედან გამომდინარე, ქრონიკულ ჰიპოტენზიად მიიჩნევა დაბალი წნევა, მაშინ, როდესაც ის ადამიანს გამოხატული სიმპტომებით აწუხებს.
დაბალი წნევის გამომწვევი მიზეზები
დაბალი წნევის გამომწვევი მიზეზი ხშირად ფიზიკური აქტივობაა, რადგან მოვარჯიშეებს გაცილებით დაბალი წნევა ახასიათებთ, ვიდრე მათ ვისაც ფიზიკური აქტივობა თითქმის არ აქვს. დაბალი წნევა ხშირად ახასიათებთ არამწეველებს, ნორმალური წონის მქონე და სწორი კვების მოყვარულებს. ჰიპოტენზია ხშირად საბედისწერო დაავადების ნიშანიც შეიძლება იყოს.
დაბალი წნევის გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
დაბალი წნევის სიმპტომები
დაბალი წნევის შემთხვევებში მნიშვნელოვანია დააკვირდეთ შესაბამის სიმპტომებს. თუ წნევა ორგანიზმში სწრაფად ეცემა მას თან ახლავს:
დაბალი წნევა ბავშვებში
ბავშვებში არტერიული წნევის მაჩვენებლები მოზრდილებთან შედარებით დაბალია. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ ბავშვის სხეულში კაპილარების ქსელი უფრო განვითარებულია და სისხლძარღვები მეტად ელასტიურია. მცირეწლოვან ბავშვებში და ახალშობილებში არტერიული წნევის რეგულირების სისტემა არასრულყოფილია, რაც ხშირად დაბალი წნევის გამომწვევი მიზეზი ხდება. ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს გენეტიკა, ნორმაზე მეტი სიმაღლე, ან წონა. ბავშვებში დაბალი წნევის მიზეზებს შორის სახელდება:
თუ ბავშვი თავის ტკივილს, სისუსტეს, ძილის დარღვევებს, თავბრუსხვევებს უჩივის უმჯობესია, დაბალი წნევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, დროულად მიმართოთ ექიმს.
დაბალი წნევის მკურნალობა
ჰიპოტენზიის მკურნალობა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დაბალი წნევა მედიკამენტოზურმა მკურნალობამ გამოიწვია, საჭიროა პრეპარატის შეცვლა. ჰიპოტენზიის სიმპტომების გამოვლენისთანავე მნიშვნელოვანია მიიღოთ პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია. თუ ექიმთან ვიზიტს კლინიკებში არსებული რიგების, ან სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო ვერ ახერხებთ, სამედიცინო პლატფორმა REDMED-ის საშუალებით, პროფესიონალი ექიმების რეკომენდაციების მიღებას ონლაინ (აუდიო/ვიდეო) კონსულტაციით შეძლებთ. დროულად დაწყებული მკურნალობა შესაძლო გართულებებს აგაცილებთ თავიდან. დაბალი წნევის რისკის შესამცირებლად ექიმები გირჩევენ:
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ მანომეტრზე ნაჩვენები დაბალი ციფრების შემთხვევაში თავს კარგად გრძნობთ, მაშინ სიტუაცია საგანგაშო არ არის. თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, წნევა მკვეთრად ეცემა მზის გულზე, ან ცხელ აბაზანაში ყოფნისას, აუცილებელია პროფესიონალის კონსულტაცია. ჰიპოტენზიის შემთხვევები უნდა აღნუსხოთ და ჩაიწეროთ შესაბამისი პროფილაქტიკური ნაბიჯები. თუ თქვენი წნევის ვარდნა საფრთხეს გიქმნით თქვენ, ან სხვა ადამიანს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას