ცისტიტი - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ცისტიტი

ცისტიტი

რა არის ცისტიტი?

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც უფრო ხშირად ქალებში იჩენს თავს, ვიდრე მამაკაცებში, ამის მიზეზად კი ანატომიურ აგებულებას ასახელებენ. ქალის შარდსადინარი უფრო მოკლე და განიერია, ვიდრე მამაკაცის, ამიტომ საშოდან და ანალური მიდამოდან შარდსადინარში მოხვედრილი ინფექცია ადვილად აღწევს შარდის ბუშტში.

კაცებში შარდის ბუშტის ანთება უფრო ზრდასრულ ასაკში ვითარდება, როდესაც აღინიშნება შარდის შეკავება პროსტატიტის ან პროსტატის ადენომის ფონზე. 

რა იწვევს შარდის ბუშტის ანთებას

როგორც წესი, შარდის ბუშტის ანთების გამომწვევია ინფექცია, რომელსაც უმეტესად საფუძვლად უდევს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი ან სხვა მიკრობები. გარდა ამისა ცისტიტის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს უბრალო გაციება, სქესობრივი კავშირი (ე.წ. ახალდაქორწინებულთა ცისტიტი), პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ჰორმონების, ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნიტეტის დაქვეითება. და ა.შ.

სიმპტომები ცისტიტის დროს

ცისტიტის სიმპტომები იმდენად დიდ დისკომფორტს იწვევს, რომ მარტივად შეიძლება მასზე ეჭვის მიტანა, თუ გაქვთ:  

  • გახშირებული, მტკივნეული შარდვა (ნორმაა დღეში დაახლოებით 4-ჯერ);
  • შარდის უსიამოვნო სუნი;
  • მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი (თუმცა ასეთი რამ მოსალოდნელია ანთების გარეშეც, თუ მაგალითად, ჭარხალი მიირთვით);
  • შარდვის გაძნელება;
  • საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, რომლის დახასიათებაც ძნელია;
  • მუცლის ყრუ ტკივილი;
  • ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა;

 მწვავე ცისტიტის დროს შესაძლებელია მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, გქონდეთ თავბრუსხვევა და გულისრევა. 

ცისტიტის მკურნალობა

როგორც უკვე აღინიშნა, ცისტიტის ამოცნობა სიმპტომებით მარტივია. მასზე ეჭვის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლოა ხალხურმა მეთოდებმა დროებით მოგიხსნათ პრობლემა, მაგრამ საფუძვლიანად მკურნალობისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

ცისტიტით ქალების დაავადების შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ქალის სასქესო ორგანოთა ინფექციებს, რომელიც საშარდე სისტემაში ადვილად ვრცელდება. ამის გათვალისწინებით საჭიროა, პერიოდულად გინეკოლოგთან კონსულტაცია.

გასაგებია, რომ  ჩვენს რეალობაში რთულია ექიმიდან ექიმთან სიარული, რიგები და დროის სიმცირე ნამდვილად დიდი პრობლემაა ასეთ ვითარებაში. 

თუმცა, პირველი ინოვაციური სამედიცინო პლატფორმის redmed-ის მეშვეობით ახლა უკვე შესაძლებელია ექიმთან ჩაეწეროთ და მიხვიდეთ ზუსტად თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ან დაგეგმოთ ონლაინ ვიზიტი და მიიღოთ სატელეფონო ან ვიდეო კონსულტაცია 24/7-ზე, თქვენთვის მოსახერხებელი ადგილიდან.  

REDMED-ით ამასთანავე შესაძლებელია სასურველი მიმართულების სპეციალისტის სახლში გამოძახება. დაზღვევისთვის წარსადგენ დოკუმენტაციას კი რედმედის პორტალზე მიიღებთ.

თუ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები დაგჭირდებათ, ლაბორატორიაც შეგიძლიათ გამოიძახოთ და სახლში გაიკეთოთ ანალიზები. 

რედმედი ყველანაირად ზრუნავს პაციენტის კმაყოფილებაზე და უწყობს ხელს ადამიანებს, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზედმეტი დროის კარგვის გარეშე. 

როგორ ავირიდოთ ცისტიტი თავიდან

ცისტიტის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში უნდა ერიდოთ გაციებას, დაიცვათ ჰიგიენა, რათა ბაქტერიები არ მოხვდეს შარდის გამომყოფ გზებში, რეგულარულად იარეთ ტუალეტში - არ შეიკავოთ შარდი, რადგან ის ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, არ ისხდეთ დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში, რაც მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს. ამასთანვე უნდა იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ცისტიტის მკურნალობისას რაციონიდან უნდა ამოიღოს ცხარე, გამაღიზიანებელი საკვები, გაზიანი სასმელები. არა მხოლოდ ცისტიტის დროს, არამედ მისი პრევენციისთვისაც რეკომენდებულია დღეში 2-3 ლიტრი წყლის დალევა ანთების გამომწვევის ორგანიზმიდან გამოსადევნად.





REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available