ჭინჭრის ციება – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ჭინჭრის ციება – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ჭინჭრის ციება – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ჭინჭრის ციება – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, არის ორგანიზმის რეაქცია, გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორებით, რომელიც ხასიათდება კანის წითელი, ზედაპირიდან წამოწეული, მქავანა გამონაყრის განვითარებით. ისინი განიცდიან უკუგანვითარებას, როდესაც გამღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება მცირდება.

ჭინჭრის ციების ქრონიკული ფორმა გულისხმობს სიმპტომების არსებობას 6 კვირაზე მეტი დროის ხანგრძლივობით. დაავადების ეს ფორმა ხშირად იწვევს დისკომფორტს ძილის დროს და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გამონაყრისთვის დამახასიათებელი ნიშნებია :

• სხეულის ნებისმიერ ადგილზე განვითარება;

• ბელთების ფერი - წითელი, იასამნისფერი ან კანისფერი შესაძლოა იყოს;

• ქავილი, პერიოდულად ინტენსიური ხასიათის;

• ანგიოედემა – მტკივნეული შეშუპების განვითარება ტუჩების და თვალების გარშემო და ასევე ლოყების არეში;

• მაღალი ტემპერატურით, აქტიური ფიზიკური ვარჯიშით ან სტრესით გამოწვეული წითელი ლაქების განვითარება.

რა იწვევს ჭინჭრის ციებას?

გამონაყრის განვითარების მექანიზმი მდგომარეობს იმუნური სისტემი მიერ სისხლში ისეთი ქიმიური შენაერთების გამოყოფაში, როგორიცაა ჰისტამინი. მათი განვითარების მიზეზები შესაძლოა იყოს:

• მაღალი ტემპერატურა ან სიცივე;

• მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება;

• ვიბრაცია გამოწვეული მაგალითად სირბილისას მიწასთან კონტაქტით ან გაზონის სათიბის გამოყენებით;

• კანზე ზეწოლა (მაგალითად ქამრის მიერ);

• ფარისებრი ჯირკვლის და ინფექციური დაავადებები, ზოგადი ინფექციები, ალერგია და სიმსივნური წარმონაქმნები.

ჭინჭრის ციების მკურნალობა

ჭინჭრის ციების მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პრევენციას. იმისათვის რომ შემცირდეს არსებული სიმპტომები, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი:

• დააკვირდით და თავი აარიდეთ გამონაყრის მაპროვოცირებელ ფაქტორებს;

• ხშირად მიიღეთ შხაპი და გამოიცვალეთ ტანსაცმელი – იმ შემთხვევაში, თუ გამომწვევი მიზეზი

მტვერი ან ცხოველებთან კონტაქტია, არსებული რეკომენდაცია დაგეხმარებათ სიმწვავის შემცირებაში.

პირველი რიგის პრეპარატები, რომლებიც ჭინჭრის ციების დროს გამოიყენება ანტიჰისტამინებია. ისინი ქავილის, შეშუპების და ალერგიის სხვა სიმპტომების შემცირებაში იღებენ მონაწილეობას. მათი ყოველდღიური გამოყენება ამცირებს ჰისტამინის ორგანიზმის მიერ გამოყოფას. ანტიჰისტამინები მოიცავს:

• ცეტირიზინს;

• დესლორატადინს;

• ფექსოფენადინს.

თუ ერთი სახის ანტიჰისტამინით არ მცირდება სიმპტომები, თქვენი ალერგოლოგი შეგიცვლით მას ან დაგიმატებთ სხვა ტიპის ანტიჰისტამინს.

სხვა სახის რეკომენდაციები, რომლებიც შეგიძლიათ, რომ გაითვალისწინოთ არის შემდეგი:

• გამონაყრის გაჩენის შემთხვევაში სიმპტომებს ამცირებს ცივი სახის კომპრესის დადება მქავანა არეში;

• მიეჩვიეთ შეძლებისდაგვარად კომფორტულ ცივი შხაპის ტემპერატურას;

• გასაგრილებელი და ქავილის შესამცირებელი ეფექტისთვის დაიტანეთ კრემი ან ლოსიონი, რომელიც შეიცავს მენთოლს;

• გამოიყენეთ ისეთი ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი ტანსაცმელი, როგორიცაა ბამბა. აუცილებელია, რომ ტანსაცმელი არ იყოს მომდგარი და არ შეიცავდეს შალს;

• დაიცავით კანი მზისგან. აუცილებელია გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები სახლიდან გასვლის წინ;

• აწარნიეთ ყოველდღიური დაკვირვება, თუ რა ფაქტორები ზემოქმედებენ უარყოფითად თქვენს ორგანიზმზე, რათა თავი აარიდოთ მომავალში.

იმისათვის, რომ დაისვას ჭინჭრის ციების დიაგნოზი, საჭიროა მისი დიფერენციაცია კანის სხვა დაავადებებისგან. იმისათვის, რომ დროულად მიმართოთ ალერგოლოგს სასურველ დროს სასურველი ადგილიდან, გამოიყენეთ REDMED-ის აპლიკაციის მოხერხებული ფორმატი სახლიდან გაუსვლელად.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available