გადაჭარბებულია ოფლიანობა, როდესაც ოფლი ორგანიზმიდან გამოიყოფა იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე მოსალოდნელია გარემოს, ტემპერატურის, აქტივობის დონის, ან სტრესის მიხედვით. გადაჭარბებულმა ოფლიანობამ შესაძლოა შეაფერხოს თქვენი ყოველდღიური საქმიანობა და გამოიწვიოს სოციალური შფოთვა, ან უხერხულობა.
ჭარბი ოფლიანობა, ჰიპერჰიდროზი (hi-pur-hi-DROE-sis) შესაძლოა გამოიხატოს მთელ სხეულზე, ან სხეულის მხოლოდ გარკვეულ უბნებზე, როგორიცაა ხელისგულები, ფეხისგულები, იღლიები, ან სახე. ოფლიანობის ტიპი, რომელიც გავლენას ახდენს ხელებსა და ფეხებზე, გამოიხატება კვირაში მინიმუმ ერთი ეპიზოდით, დილის საათებში.
თუ ჭარბ ოფლიანობას არ აქვს ძირითადი სამედიცინო მიზეზი, პირველადი ჰიპერჰიდროზი ეწოდება.
Პირველადია ჰიპერჰიდროზი, როდესაც ჭარბი ოფლიანობა არ არის გამოწვეული ტემპერატურის მატებით, ან ფიზიკური აქტივობით. პირველადი ჰიპერჰიდროზი შესაძლოა ნაწილობრივ მაინც იყოს მემკვიდრეობითი.
თუ ჭარბი ოფლიანობა გამოწვეულია სამედიცინო მდგომარეობიდან, მას მეორადი ჰიპერჰიდროზი ეწოდება.
ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა, მოიცავს:
Როდის მივმართოთ ექიმს
სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენს ძლიერ ოფლიანობას თან ახლავს თავბრუსხვევა, გულმკერდის ტკივილი, ან გულისრევა.
ასევე, აუცილებლად გაიარეთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, თუ:
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას