წელის ტკივილი - REDMED
REDMED APP
Get on the Store

წელის ტკივილი

წელის ტკივილი

წელის ტკივილი

წელის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ის ერთხელ მაინც არ განუცდია. წელის ტკივილი თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ყოველგვარი „გაფრთხილების“ გარეშე გამოჩნდეს, თუმცა, ასევე შესაძლოა ნელ-ნელა შეგაჩვიოთ თავი. 

რა იწვევს წელის ტკივილს

წელის ტკივილი ორი სახისაა -  მწვავე და ქრონიკული. 

წელის მწვავე ტკივილი მყისიერად ჩნდება და ძირითად შემთხვევაში გამოწვეულია:

  • მძიმე ტვირთის აწევით
  • ტრავმით
  • არასწორ პოზაში ძილით ან ჯდომით
  • უხერხული მოძრაობით

წელის ქრონიკული ტკივილი დიდხანს გრძელდება მიზეზიც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, შესაძლოა ის გამოწვეული იყოს ხერხემლის, გინეკოლოგიური, უროლოგიური პრობლემებით და.ა.შ. ამიტომ საწყის სტადიაშივე მოითხოვს მკურნალობას, რათა ასაკთან ერთად არ გართულდეს და არ პროგრესირდეს. 

წელის ტკივილი მამაკაცებში

მამაკაცებში წელის ტკივილი სხვადასხვა ხასიათის და ინტენსივობისაა, გამომწვევი მიზეზები კი შეიძლება ასე დაიყოს: 

  • უროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული წელის ტკივილი (თირკმლის კოლიკა, თირკმლის კისტა, თირკმლის სიმსივნე, თირკმლის ტრავმა, პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კიბო);
  • არაუროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული - ხერხემლისა და ზურგის კუნთების პათოლოგიები: მალათაშორისი თიაქარი, ტრავმები, სიმსივნეები და ინფექციური დაზიანებები; მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიები; შინაგან ორგანოთა პათოლოგიები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის სიმსივნე, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა. 

მამაკაცების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წელის ისეთ ტკივილს, რომელიც საკმაო ხანს გრძელდება და თან ერთვის ხშირი, მტკივნეული და გაძნელებული შარდვა, სქესობრივი სისუსტე, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულის მიდამოში.

თუ ტკივილი გადაეცემა სასქესო ორგანოებს და ქვედა კიდურებს (ბარძაყის შიდა მხარეს), შესაძლოა საქმე გქონდეთ პროსტატიტის (პროსტატის ანთებითი პროცესის) ან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან ან ავთვისებიან სიმსივნესთან.  

წელის ტკივილი ორსულობისას

დისკომფორტი და წელის ტკივილი ხშირად ორსულებსაც აწუხებთ. ის შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე , მაგრამ უფრო ხშირად თავს იჩენს მეორე ტრიმესტრიდან, როცა ნაყოფი იზრდება. 

ორსულებში წელის ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს: 

  • ჰორმონების გაზრდილი რაოდენობა 
  • გრავიტაციის ცენტრი - იცვლება საშვილოსნოსა და ნაყოფის ზრდის გამო, რაც იწვევს სიმძიმის წერტილის ცვლილებას.
  • წონის მატება - ორსულობის პროგრესირებასთან ერთად ხდება ნაყოფის ზომაში ზრდა და წონის მატება.
  • პოზიცია – ცუდი პოზიცია, დიდი ხანი ფეხზე დგომა, ან პირიქით მოხრილი მდგომარეობა შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი წელის ტკივილის ან გამოიწვიოს მისი გამწვავება.

წელის ტკივილის მკურნალობა

იმ შემთხვევაში თუ წელის ტკივილი გაგიხანგრძლივდათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. როცა ადამიანს ასეთი ტკივილი აწუხებს, რიგში დგომა, გადაადგილება როგორც წესი უჭირს, ამიტომ უმჯობესია, ისარგებლოთ სამედიცინო პლატფორმა REDMED-ით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მიიღოთ ექიმის კონსულტაცია ონლაინ - ვიდეო ან აუდიო ზარით. 

ასევე შესაძლებელია ჩაეწეროთ კლინიკაში სასურველ დროს და ამით თავიდან აირიდოთ რიგში დგომა და ექიმის კაბინეტთან მოსაწყენი ლოდინი. მარტივად მოძებნეთ სასურველი კლინიკა, ექიმი და აირჩიე მოსახერხებელი დრო. ასე კლინიკაში ვიზიტი უფრო კომფორტულია.

REDMED-ით ასევე შეგიძლია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხები გაუგზავნო ექიმს. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც კი REDMED-ის პორტალზე მიიღებთ. 

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში REDMED-ით შეგიძლია კონსულტაციის შემდეგ 1 კვირის მანძილზე ჩათის მეშვეობით განმეორებით გაესაუბრო ექიმს და მიიღო პასუხი ყველა კითხვაზე. 

 


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available