
ბავშვებში მწერის ნაკბენი დიდ დისკომფორტთან ასოცირდება, თუმცა გარდა დისკომფორტის შესაძლოა ნაკბენმა სერიოზული დაავადებაც კი გამოიწვიოს. მაგალითად:
- კოღო ანოფელისს მალარიის გამომწვევი გადააქვს, ხოლო კოღო ფლებოტომუსი ლეიშმანიოზის გამომწვევის გადამტანია
- რწყილებსა და ტკიპებს მძიმე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები გადააქვთ. ამ პარაზიტებთან კონტაქტი შესაძლოა მინდვრებსა და ტყეებში სეირნობისას მოხდეს
მწერის ნაკბენს ადგილობრივი რეაქციის გარდა, შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქციაც კი მოჰყვეს.
როგორ უნდა მოიქცე თუ ბავშვს მწერმა უკბინა?
- ძლიერი ქავილისას გამოიყენე ქავილისა და შეშუპების საწინააღმდევო მალამო, აუცილებლად ექიმთან შეთანხმების შემდეგ
- ნაკბენზე ბავშვს ყინული ან ცივი კომპრესი დააფარე
- ნესტრიანი მწერის კბენის ან კანზე ტკიპას აღმოჩენისას ნუ ეცდები ნესტარი დანით მოაცილოთ ან ტკიპა ძალით ააძროთ, პირიქით, შესაძლებელია ტკიპას/მწერის ხორთუმი კანში ჩატოვოთ, ამიტომ ასეთ ნაკბენზე ზეთში დასველებული საფენი დააფარე, შემდეგ კი ნესტარი ან ტკიპა ფრთხილად მოაცილე
როგორ დავიცვათ ბავშვი მწერებისგან?
- სასურველია არ ასეირნოთ ბავშვი გარეთ, შებინდების შემდეგ, რადგან კოღოები სწორედ ამ დროს აქტიურდებიან
- ტყეში ან მინდორში ბავშვის გაყვანისას, უმჯობესია სხეული სრულად იყოს დაფარული სამოსით
- თუ ფანჯრები ღია გაქვს, ბავშვის ოთახში არ აანთო სინათლე საღამოს საათებში
- მნიშვნელოვანია ბავშვის ოთახის ბადით იყოს დაცული
- თუ ირგვლივ ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, თუმცა შემდეგ ოთახი აუცილებლად გაანიავე
- არასოდეს გამოიყენო მწერებთან საბრძოლველად ის საშუალებები, რაც შინაური ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას.
გაითვალისწინე, თუ კბენის შემდეგ სუნთქვის გაძნელება, ძლიერი შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გამონაყარი შენიშნე, სასწრაფოდ დაუკავშირდი პედიატრს.
ავტორი : პედიატრი თამარ ობგაიძე