აუტოიმუნური თირეოდიტი - REDMED
REDMED APP
Get on the Store

აუტოიმუნური თირეოდიტი

აუტოიმუნური თირეოდიტი

აუტოიმუნური თირეოდიტი (იგივე ქრონიკული ლიმფოციტური თირეოდიტი, ჰაშიმოტოს დაავადება ან ჰაშიმოტოს თირეოდიტი), მარტივად რომ ვთქვათ, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებაა. ეს დაავადება ქალებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე მამაკაცებში. აუტოიმუნური თირეოდიტის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ისეთი ანტისხეულები, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს. შედეგად, ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობის ჰორმონებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლისთვის (საკვების ენერგიად ქცევისთვის) აუცილებელია.


რამ შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნური თირეოდიტი?

რატომ მოქმედებს იმუნური სისტემა ასე - ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს ზუსტი და კონკრეტული პასუხი არ აქვს. თუმცა გამოყოფენ ისეთ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს აუტოიმუნური თირეოდიტის ჩამოყალიბებაზე ორგანიზმში.


რა სიმპტომები ახასიათებს აუტოიმუნურ თირეოდიტს?

თავდაპირველად, შესაძლოა, არც ერთმა სიმპტომა არ იჩინოს თავი. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად გამოვლინდება სხვადასხვა სიმპტომი, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური. აუტოიმუნური თირეოდიტის ზოგადი ჩვენებები შემდეგია:

  • დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
  • თმის ცვენა
  • წონის მომატება
  • სიცივის მიმართ მგრძნობელობა
  • შეშუპებული სახე
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი
  • ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან ციკლის დარღვევა
  • ყაბზობა
  • გულძმარვა ან საჭმლის მონელების სხვა პრობლემები
  • დეპრესია
  • მეხსიერების პრობლემები
  • სექსუალური დისფუნქცია, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში


ვინ შედის აუტოიმუნური თირეოდიტის რისკ ჯგუფში?

აუტოიმუნური თირეოდიტი ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. მართალია, ჰაშიმოტოს დაავადება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანში, თუმცა შუა ხნის პაციენტებში უფრო ხშირია. 


გარდა ამისა, რისკ-ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ აუტოიმუნური თირეოდიტი ან სხვა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ჰაშიმოტოს დაავადების განვითარების რისკი იზრდება სხვა აუტოიმუნური დაავადების (პირველი ტიპის დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, სხვ.) არსებობის შემთხვევაშიც.


როგორ ხდება აუტოიმუნური თირეოდიტის დიაგნოზირება?

სამედიცინო ისტორიასთან ერთად, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფიზიკურად შემოწმება იმის დასადგენად, გაფართოებულია თუ არა. გარდა ამისა, უმეტესად საჭიროა სისხლის ანალიზი: ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH), T4 და ანტითირეოზის ანტისხეულების ტესტი. ზოგჯერ ენდოკრინოლოგი ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევას ითხოვს, რომელიც აჩვენებს ფარისებრი ჯირკვლის ზომას და ასევე იმასაც, არსებობს თუ არა კვანძები ან სხვა სახის წარმონაქმნები.


დაავადების ქრონიკულობიდან გამომდინარე, პაციენტს, დიდი ალბათობით, მედიკამენტის მიღება მოუწევს მთელი ცხოვრების განმავლობაში. გარდა ამისა, საჭირო იქნება პერიოდულად ექიმთან ვიზიტი, დაავადების პროგრესირებისა და მედიკამენტის დოზის შემოწმება.


REDMED-ი კი სახლიდან გაუსვლელად გთავაზობს ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას შენთვის მოსახერხებელ დროს აპლიკაციის დახმარებით.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available