აუტიზმის პირველადი შეფასება
აუტიზმის სპექტრი დაკავშირებულია ტვინის განვითარებასთან და გავლენას ახდენს, ადამიანის აღქმის უნარსა და სოციალიზაციაზე. შესაბამისად, იწვევს პრობლემებს სოციალურ ინტერაქციასა და კომუნიკაციაში. ხასიათდება ქცევის შეზღუდული და განმეორებადი ნიმუშებით.
აუტიზმის სპექტრი იწყება ადრეულ ბავშვობაში და მომავალში ავითარებს საზოგადოებაში სრულფასოვნად ფუნქციონირების პრობლემებს - ბაღში, სკოლასა და სამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სპექტრის სრულად განკურნების გზები არ არსებობს, ინტენსიურმა და ადრეულმა მკურნალობამ შეიძლება დიდი ცვლილება მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაში.
სიმპტომები
ზოგიერთი ბავშვი ადრეულ ეტაპზე ავლენს აუტიზმის სპექტრის ნიშნებს, როგორიცაა თვალის კონტაქტის შემცირება, სახელზე რეაგირების ნაკლებობა, ან მომვლელების მიმართ გულგრილობა. ასევე, ბავშვი შეიძლება ნორმალურად განვითარდეს ცხოვრების პირველი რამდენიმე თვის, ან წლების განმავლობაში, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გახდეს თავშეკავებული, აგრესიული, ან დაკარგოს უკვე შეძენილი ენობრივი უნარები. ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება 2 წლის ასაკში.
აუტიზმის სპექტრის მქონე თითოეულ ბავშვს, აქვს ქცევის უნიკალური ნიმუში და სიმძიმის დონე - დაბალიდან მაღალ ფუნქციონირებამდე.
აუტისტური სპექტრის მქონე ზოგიერთ ბავშვს უჭირს სწავლა, ზოგს კი ნორმალური ინტელექტის ნიშნები აქვს. ამ პრობლემის მქონე ბავშვებს ძირითადად აქვთ ნორმალური, ან მაღალი ინტელექტი - სწრაფად სწავლობენ, თუმცა უჭირთ კომუნიკაცია და იმის გამოყენება, რაც იციან.
თითოეულ ბავშვში სიმპტომების უნიკალური ნაზავის გამო, სიმძიმის დადგენა ზოგჯერ რთულია. ამიტომ, ძირითადად ეფუძნება დარღვევების დონეს და იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს დაღვევები ბავშვის ფუნქციონირების უნარზე.
Როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაეჭვებთ თქვენი შვილის განვითარება, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ჰქონდეს აუტისტური სპექტრის აშლილობა, აუტიზმის სკრინინგი ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა.
აუტიზმის სკრინინიგი, გულისხმობს აუტიზმის ადრეული ნიშნების შეფასებას, მოდიფიცირებული კითხვარის მეშვეობით. M-CHAT-R არის პროგრამა, განკუთვნილი 18 და 24 თვის ასაკის ყველა ბავშვისთვის, რადგან აღნიშნული პერიოდი არის კრიტიკული დრო ადრეული სოციალური და ენობრივი განვითარებისა და ქცევის ჩამოყალიბებისთვის.
რედმედის პედიატრები უზურნველყოფენ აუტიზმის სასკრინინგო კითხვარის ჩატარებას, შეფასებასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებაში დახმარებას.
ტესტის ჩატარებისას მნიშვნელოვანია მშობლის, ან ბავშის მომვლელის ჩართულობა, მდგომარეობის სწორად შესაფასებლად.
აუტიზნის სკრინინგის დასაჯავშნად, გადმოწერე რედმედის აპილიკაცია, სპეციალობების ჩამონათვალში მონიშნე “აუტიზმის სკრინინგი 18-24 თვის ბავშვებისთვის”, აირჩიე სასურველი პედიატრი და დრო.
აღნიშნული წამოწყება მიზნად ისახავს აუტისტური სპექტრის დარღვევების ადრეული სკრინინგის, იდენტიფიცირების და დროული ინტერვენციების გაძლიერებას.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას