ანემია
ანემია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში არ მოიპოვება საკმარისი სისხლის ჯანსაღი წითელი უჯრედები, იმისათვის, რომ მოხდეს ქსოვილების ადექვატური გამდიდრება ჟანგბადით.
სისხლის წითელი უჯრედები შეიცავს ჰემოგლობინს - რკინით მდიდარ ცილას, რომელიც სისხლს წითელ შეფერილობას აძლევს. ჰემოგლობინი საშუალებას აძლევს სისხლის წითელ უჯრედებს გადაიტანონ ჟანგბადი თქვენი ფილტვებიდან სხეულის ყველა ნაწილამდე.
სისხლის უჯრედების უმეტესობა, მათ შორის წითელი უჯრედები, რეგულარულად წარმოიქმნება ძვლის ტვინში. ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის თქვენს სხეულს ესაჭიროება რკინა, ვიტამინი B-12, ფოლიუმის მჟავა და სხვა ნუტრიენტები საკვებიდან.
ანემიის მრავალი ფორმა არსებობს, თითოეულს თავისი მიზეზი აქვს. ანემია შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი და შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმემდე. უმეტეს შემთხვევაში, ანემიის გამომწვევი ერთზე მეტი მიზეზია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ გაქვთ ანემია. ეს შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების გამაფრთხილებელი ნიშანი.
გამოყოფენ ანემიის ტიპებს :
რა იწვევს ანემიას
ანემია შეიძლება განვითარდეს დაბადებისას არსებული მდგომარეობებით (თანდაყოლილი) ან გამოწვეული იყოს გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან (შეძენილი).
ანემიის რისკ ფაქტორებს წარმოადგენს :
ანემიის ნიშნები
ანემიის ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება მისი გამომწვევი მიზეზისა და სიმძიმის მიხედვით, თუმცა ახლადგანვითარებული ანემიის დროს შესაძლოა სიმპტომები არ გამოვლინდეს
ნიშნები და სიმპტომები, თუ ისინი გამოიკვეთება, შემდეგნაირია:
არსებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ ჰემატოლოგს, რომელიც შეარჩევს თქვენთვის აუცილებელ მკურნალობის ტაქტიკას.
ანემია ორსულებში
მსუბუქი ფორმით ანემიის ქონა ორსულობის პერიოდში ნორმას წარმოადგენს, თუმცა მძიმე ფორმებში ანემიის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა.
ორსულობისას ანემიის განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს
ანემიის მკურნალობა
ანემიის მკურნალობა, რომელიც დამოკიდებულია მიზეზზე, მერყეობს დანამატების ორალურად მიღებიდან სისხლის ტრანსფუზიამდე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ანემიის განვითარება ჯანსაღი, მრავალფეროვანი დიეტის მიღებით.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას