ალერგია – ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდე - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ალერგია – ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდე

ალერგია – ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდე

ალერგია – ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდე

ალერგია სისტემური რეაქციაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმისთვის უცხო სუბსტანციასთან კონტაქტის დროს. ასეთია მტვერი, ფუტკრის ნესტარი, ცხოველის ბეწვი, მედიკამენტები, საკვები და სხვა.

გარკვეული სახის ალერგიები არ ექვემდებარება სრულ განკურნებას, თუმცა ექვემდებარება დროებით მედიკამენტოზურ თერაპიას.

ალერგიის სხვადასხვა ტიპები და მათი სიმპტომები

ალერგიის განვითარების სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და მისი გამოვლენის გზაზე. ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს სასუნთქი გზების, სინუსების, ნაზალური გზების, კანის ან საჭმლის-მომნელებელი გზების მეშვეობით. ალერგიის სიმძიმე ინდივიდუალურია და ვარირებს უბრალო ცემინებიდან ანაფილაქსიურ რეაქციამდე –გადაუდებელი მდგომარეობა, როდესაც ხდება სასუნთქი გზების შეშუპება მის სრულ დახშობამდე.

• თივისმიერი ცხელება, იგივე ალერგიული რინიტი – ესაა გაციების მაგვარი სიმპტომების მქონე რეაქცია, რომელიც მოიცავს ცემინებას, ცხვირის, თვალების და ხახის ქავილს, სურდოს და ცრემლდენას. გავრცელებული ალერგენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თივის ცხელების სიმპტომები, მოიცავს მტვერს და მტვრის ტკიპებს. კატების, ძაღლების და სხვა ცხოველების ბეწვის, ბუმბულის ან კანის პატარა ნაწილაკები ასევე შეიძლება იყვნენ ალერგენები.

• საჭმლისმიერი ალერგია - გამოიხატება ჩხვლეტის შეგრძნებით პირის ღრუს არეში, ტუჩების, ენის, სახის და ხორხის შეშუპებით, ჭინჭრის ციებით და შესაძლოა ანაფილაქსიით. ალერგიულ პროდუქტებს მიეკუთვნება: რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, მოლუსკები, თხილეული, არაქისი, ხორბალი და სოიო.

• მწერის ნაკბენი – რომელიც ხშირად ფუტკრის ნაკბენითაა გამოწვეული. გამოიხატება დიდი ზომის შეშუპებით და სიწითლით ნაკბენის არეში, ქავილით და ჩხვლეტის შეგრძნებით მთელი სხეულის არეში, ხველებით და სუნთქვის გაძნელებით, შესაძლოა ანაფილაქსიით.

• მედიკამენტოზური ალერგია – გამომწვევები უმეტესად არიან ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ამპიცილინი/ამოქსაცილინი, ცეფალოსპორინები, სულფანილამიდები და სხვა), ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიისათვის განკუთვნილი (თიოპენტალი, ლიდოკაინი) და რადიოლოგიაში გამოყენებული კონტრასტული საშუალებები, კვერცხის ცილის შემცველობის ვაქცინები და სხვა. სიმპტომები ზოგადსისტემურია და მოიცავს ქავილს, შეშუპებას, გამონაყარს, სუნთქვის გაძნელებას და შესაძლოა ანაფილაქსიას.

• ატოპიური დერმატიტი – იგივე ეგზემა, ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად გამოყოფენ გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლივ ზემოქმედებას. გამოიხატება ქავილით, სიწითლით და კანის ზედაპირის აქერცვლით.

• მზის ალერგია, იგივე მზის ურტიკარია, არის ტერმინი, რომელიც აღწერს მდგომარეობას, როდესაც მზის ზემოქმედების შემდგომ კანზე თავს იჩენს წითელი ფერის გამონაყარი. გამონაყარს თან ახლავს ქავილი. რაც უფრო ძლიერია მზის ზემოქმედება, მით უფრო ძლიერია საპასუხო რეაქციაც.

რა იწვევს ალერგიას?

როდესაც ალერგენი ჩვენს ორგანიზმში ხვდება, ჩვენი იმუნური სისტემა მას ამოიცნობს საფრთხედ, მაშინაც კი თუ ეს ასე არაა, და გამოიმუშავებს მის წინააღმდეგ ანტისხეულებს, რომლებიც შემდგომ მის განადგურებაში იღებენ მონაწილეობას. ამ პროცესებს მოყვება ისეთი გამოხატულება, როგორიცაა კანის სიწითლე, ქავილი, სასუნთქი გზების გაღიზიანება შემდგომ ცემინებით და ხველით და სხვა.

ალერგიის განვითარების რისკი იზრდება თუ:

• გაქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა;

• პაციენტი მცირე ასაკისაა;

• გაქვთ ასთმა ან ისეთი ალერგიული მდგომარეობები, რომლებიც ზრდიან სხვა ალერგიების განვითარების რისკს.

ალერგია ბავშვებში

ბავშვთა ასაკში ალერგიები იგივენაირად გამოიხატება, როგორც მოზრდილებში, თუმცა მათი აღმოჩენა რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან მშობლები ხშირად ალერგიის სიმპტომებს გაციებას უკავშირებენ. ალერგიის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ სკოლას ამის შესახებ.

თუ თქვენს შვილს აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, რომელიც გრძელდება ორ კვირაზე დიდხანს ან უვითარდება სეზონურად ერთსა და იმავე დროს, მიმართეთ ალერგოლოგს ალერგიული სინჯების ჩასატარებლად.

ალერგიის მკურნალობა

ალერგიის მკურნალობის მეთოდების ტიპებია :

• ალერგენთან კონტაქტისგან თავიდან არიდება – სიმპტომების შემცირების მნიშვნელოვანი საფეხური პრევენციის კუთხით.

• მედიკამენტები – ალერგიის ტიპიდან გამომდინარე თქვენი ექიმი დაგეხმარებათ რათა შეგერჩეთ მედიკამენტები, რომლებიც დააქვეითებენ იმუნური სისტემის მიერ ალერგიული რეაქციის სიძლიერეს. ეს შესაძლოა იყოს ტაბლეტირებული ფორმა, ინჰალატორი, მალამო, სპრეი ან თვალის წვეთი.

• იმუნოთერაპია – მძიმე ალერგიების დროს, როდესაც მედიკამენტოზურად სიმპტომების მოხსნა ვერ ხერხდება, ექიმები მიმართავენ იმუნოთერაპიის მეთოდს, რაც გულისხმობს დამუშავებული ალერგენის დოზის შეყვანას ინექციის სახით გარკვეული ინტერვალის დაცვით, რამდენიმე წლის მანძილზე.

• ასევე ალტერნატიული ვატიანტი მოიცავს სუბლინგვალურ (ენისქვეშა) ფორმას, რომელიც ტაბლეტირებული სახით მიიღება და უმეტესად გამოიყენება მტვრისმიერი ალერგიების სამკურნალოდ.

• ეპინეფრინის გადაუდებელი ინექცია – იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია გარკვეულ ალერგენებზე, ყოველთვის თან უნდა ატაროთ ეპინეფრინის ამპულები, რათა თქვენს გარშემომყოფებმა შეძლონ პირველადი ჩარევა იქამდე, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვა თქვენამდე.

იმისათვის, რომ მიიღოთ სწორი რეკომენდაციები, თქვენთვის საჭირო ინდივიდუალური მკურნალობის გზების შესარჩევად, გაიარეთ კონსულტაცია ალერგოლოგთან, რაშიც REDMED-ს აპლიკაციის მოხერხებული ფორმატი დაგეხმარებათ.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available