ნაირფერი პიტირიაზი არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ხელს უშლის კანის ნორმალურ პიგმენტაციას. შედეგად კანზე წარმოიქმნება პატარა, გაუფერულებული ლაქები. ეს ლაქები შეიძლება იყოს უფრო ღია, ან მუქი ფერის, ვიდრე ჩვენი კანის ფერი. ყველაზე ხშირად გამოვლინდება ზედა ტანსა და მხრებზე.
ეს სოკოვანი ინფექიცა, ყველაზე ხშირად გვხვდება მოზარდებსა და საშუალო ასაკის ადამიანებში. მზის ზემოქმედებამ შესაძლოა ნაირფერი პიტირიაზი უფრო გამოხატული გახადოს. ინფექცია, არ არის მტკივნეული ან გადამდები. Მაგრამ, შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დისტრესი.
სოკოს საწინააღმდეგო კრემები, ლოსიონები ან შამპუნები დაგეხმარებათ ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობაში. მაგრამ წარმატებული მკურნალობის შემდეგაც კი, კანის ფერი შეიძლება დარჩეს არათანაბარი რამდენიმე კვირის, ან თვის განმავლობაში. სოკოვანი ინფექცია, ხშირად შესაძლოა გამოვლინდეს განმეორებით, განსაკუთრებით თბილ, ნოტიო ამინდში.
Სიმპტომები
Ნაირფერი პიტირიაზის სიმპტომებია:
- კანის გაუფერულებული ლაქები, ჩვეულებრივ ზურგზე, მკერდზე, კისერზე და მკლავებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენს კანზე უფრო ღია ან მუქი ფერის იყოს;
- მსუბუქი ქავილი;
- აქერცვლა.
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
- კანის მდგომარეობა არ უმჯობესდება თვითმოვლის საშუალებებით;
- სოკოვანი ინფექცია განმეორებით გამოვლინდა;
- ლაქებმა მოიცვა თქვენი სხეულის დიდი უბნები.
Გამომწვევი Მიზეზები
სოკო, რომელიც იწვევს ნაირფერ პიტირიაზს, გვხვდება ჯანმრთელ კანზეც. ის მხოლოდ მაშინ იწყებს გამოვლინებას და პრობლემებს, როდესაც სოკო ზედმეტად იზრდება.
ზრდის გამოწვევი შესაძლოა იყოს რამდენიმე ფაქტორი:
- ცხელი, ნოტიო ამინდი;
- ცხიმიანი კანი;
- ჰორმონალური ცვლილებები;
- დასუსტებული იმუნური სისტემა.
პრევენცია
Ნაირფერი პიტირიაზის განმეორებით დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია დერმატოლოგის ჩართულობა, შესაბამისი მოვლის საშუალებებისა, ან მედიკამენტების დანიშნულების მისაღებად.
მკურნალობა მოიცავს ანტიმიკოზურ, ანუ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, ტებლეტებს, კაფსუხელბსა და გარეგანი გამოყენების შამპუნებს, ლოსიონებს, გელებს და ა.შ.