ტურეტის სინდრომი ადამიანებში ე.წ. “ტიკებს” იწვევს და არის ტიკის აშლილობის ერთ-ერთი სახეობა. ტიკები არის უნებლიე, განმეორებადი მოძრაობები (მაგ, თვალების დახამხამება, მხრის აჩეჩვა) და, ასევე, ვოკალიზაცია (ღიღინი, კონკრეტული სიტყვის ან ფრაზის ყვირილი).
ტურეტის სინდრომის მთავარი სიმპტომი სწორედ ტიკებია, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მსუბუქი, ისე მწვავე - იმდენად, რომ ადამიანს ხელი შეუშალოს ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის, კომუნიკაციაში, განათლების მიღებაში და ა.შ.
Სიმპტომის გამოვლენის სიხშირე და სიმძმე არის ინდივიდუალური. თუმცა ის ემოციასთანაცაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფობის ან სტრესის პერიოდში უარესდება.
ტიკები ასევე კლასიფიცირდება, როგორც მარტივი და რთული. Მარტივი არის მოულოდნელი, შედარებით უფრო ხანმოკლე მოძრაობები, რომელიც სხეულის შედარების ნაწილში გვხვდება. Მაგალითად, თვალის ან ტუჩის მოძრაობები, ხველება. Ხოლო რთული ტიკები არის უფრო კოორდინირებული და კუნთების უფრო მეტ ჯგუფს მოიცავს, მაგალითად, საგნების დაყნოსვა.
Სამწუხაროდ, ტურეტის სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი სამედიცინო სფეროსთვის ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, კვლევების მიხედვით, სავარაუდოდ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
ოჯახში ტურეტის სინდრომის ან ტიკის სხვა დარღვევის არსებობა, შემდეგ თაობებში ტურეტის სინდრომის განვითარების რისკს ზრდის. ამასთანავე, რისკ-ფაქტორებში შედის სქესიც - მამაკაცებში ეს ნეირობიოლოგიური დარღვევა 3-4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში.
არ არსებობს ტესტი ან გამოკვლევა, რომელშიც ტურეტის სინდრომი გამოჩნდება. დიაგნოზირებისთვის ექიმი აკვირდება სიმპტომებს - რამდენად ხშირად აწუხებს პაციენტს, როგორც ვოკალური, ისე მოტორული ტიკები.
Მნიშვნელოვანია სპეციალისტთან მისვლა, რადგან ხშირად ისეთ ტიკებს, როგორიცაა მაგალითად თვალის განმეორებითი დახამხამება, მხედველობის პრობლემებს მიაწერენ ხოლმე.
ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანებს უმეტესად საკმაოდ აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრება აქვთ. Მაგრამ მათი ცხოვრების ხარისხის დონე მაინც სიმპტომის სიმწვავეზეა დამოკიდებული. Სიმპტომებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. Ამიტომაც მნიშვნელოვანია ტიკების კონტროლი.
Მართალია, ტურეტის სიმპტომის განკურნება ჯერ-ჯერობით შეუძლებია, თუმცა არსებობს მკურნალობის ხერხები (მედიკამენტური და ქცევითი მკურნალობა), რომლებიც სიმპტომების მართვაში ეხმარებათ პაციენტებს. Შედეგად, ეს სინდრომი ნაკლებად უშლით ხელს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.
დაჯავშნე ნევროლოგის კონსულტაცია REDMED-ით, სახლიდან გაუსვლელად.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას