ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი, ყველას ყურადღება COVID-19-სკენაა მიპყრობილი. საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მივიღეთ ინფექციური დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ. თუმცა კითხვა, კოვიდის რომელი ტესტია ყველაზე ზუსტი, კვლავ აქტუალური რჩება. იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს COVID 19-ის სხვადასხვა ტიპის ტესტი, საჭიროა შედეგების გაანალიზებისთვის. არსებობს ორი ძირითადი ტიპის ტესტი: მოლეკულური და სწრაფი ანტიგენის ტესტები. გარდა ამისა, შესაძლებელია სისხლში ანტისხეულების განსაზღვრა იმის დასადგენად, გადატანილი გაქვთ თუ არა ვირუსი ადრე ან გაქვთ თუ არა იმუნური პასუხი ვაქცინაციის შემდეგ.
რომელი ტესტი გჭირდებათ დამოკიდებულია საკმაოდ ბევრ ფაქტორზე, მაგალითად, ტესტის ჩატარების მიზანზე, რამდენად სწრაფად გჭირდებათ პასუხი და ა.შ.
PCR - მაღალტექნოლოგიური ტესტია, რომელიც ადგენს ნაცხში ვირუსის დნმ-ის არსებობას პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციით. ამ დროს ექთანი ყელიდან ან ცხვირიდან იღებს ნაცხს (ლორწოს ან ნერწყვს) სპეციალური ტამპონის გამოყენებით. ეს პროცესი არ არის მტკივნეული, თუმცა შეიძლება მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს. ნიმუში იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც დგინდება ვირუსის გენეტიკური მასალა.
PCR ტესტი შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა COVID 19-ის სიმპტომების (მაღალი ტემპერატურა, ხველება, სუნის ან გემოს დაკარგვა/ცვლილება) გამოვლენის შემთხვევაში. ასევე, ზოგიერთი ტიპის სამსახურში დამსაქმებელი ატარებს ამ ტიპის ტესტს, რომ თავიდან აიცილოს დაინფიცირებულთა ყოფნა სამუშაო ტერიტორიაზე. PCR ტესტირება აუცილებელია ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში.
სწრაფი ტესტის ანუ ანტიგენების ტესტის ჩატარების პროცედურა თითქმის იგივეა, შედეგი კი პაციენტს უფრო მალე ეცოდინება, ვიდრე PCR ტესტის შემთხვევაში. თუმცა საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ტესტს აქტიური ინფექცია “გამორჩეს” დაავადების საწყის ეტაპზე. ეს კიდევ უფრო სავარაუდოა, თუ პაციენტი სიმპტომების გამოვლენიდან მალევე ან პირიქით 10 დღის შემდეგ იტარებს ტესტს. ამიტომაც PCR ტესტი უფრო ზუსტად ითვლება, ვიდრე სწრაფი ტესტი.
რაც შეეხება ანტისხეულების ტესტს, ის არ არის სადიაგნოსტიკო და არ აჩვენებს აქტიურ ინფექციას. ანტისხეულებზე ტესტირების შემთხვევაში დგინდება გადატანილი გაქვთ თუ არა კოვიდი.
REDMED-ი, რომელიც აერთიანებს 11 ლაბორატორიას, გთავაზობთ კოვიდ ლაბორატორიის დაჯავშნას მარტივად ან სახლში გამოძახებას. ამით თავიდან აიცილებთ გრძელ რიგში დგომას და დაზოგავთ დროს. კოვიდის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ლაბორატორიული მომსახურება სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.
გარდა ამისა, REDMED-ი გთავაზობთ განსაკუთრებულ უპირატობას - აირჩიეთ კვლევა, დაალაგეთ ლაბორატორიები კვლევის ფასის მიხედვით და შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები.
REDMED-ის ლაბორატორიის შედეგების წარდგენა საზღვრის გადაკვეთისას შესაძლებელია.
ავტორი: მარიამ ოსიტაშვილი
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას