13 წესი კარგი მხედველობისთვის - REDMED
REDMED APP
Get on the Store

13 წესი კარგი მხედველობისთვის

13 წესი კარგი მხედველობისთვის

ახალგაზრდა ასაკში დიდ დროს არ ვუთმობთ იმაზე ფიქრს, როგორი იქნება ჩვენი მხედველობა წლების შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანია, გამოვიმუშაოთ ისეთი მარტივი ჩვევები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად შეგვინარჩუნებს კარგ მხედველობას. წარმოგიდგენთ 13 რჩევას, რომელიც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. 

1. უნდა იცოდეთ თქვენი ოჯახის ისტორია 

გასათვალისწინებელია, რომ თვალის ბევრი დაავადება გენეტიკურია. მათ, ვისი მშობელი ან ახლო ნათესავით დაავადებულია პირველადი ღია გლაუკომით ან მაკულის ასაკობრივი დეგენერაციით, 4-9 ჯერ უფრო დიდი რისკი აქვთ, დაემართოთ ეს დაავადებები. ამიტომაც აუცილებლად კითხეთ თქვენს ოჯახის წევრებს ამის შესახებ. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხედველობის შენარჩუნებისთვის ყველაზე შედეგიანია.

2. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ბავშვების თვალებს 

ბავშვის თვალები სწრაფად იზრდება და იცვლება. დააკვირდით, ხომ არ არის სიელმე გამოხატული. ეცადეთ, მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე, ვიდრე ეკრანთან, რადგამ ეკრანთან დიდი დროის გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი. ასევე, იმ ბავშვებში, რომლებიც განსაკუთრებით დიდხანს სხედან ეკრანების წინ, უფრო ხშირად ვითარდებათ ახლომხედველობა ანუ მიოპია. ოფთალმოლოგთან ვიზიტი და მხედველობის სიმახვილის შემოწმება აუცილებელია 2 წელიწადში ერთხელ მაინც. 

3. გამოიმუშავეთ ჯანსაღი ჩვევები - ვარჯიში და სწორი კვება 

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და ვიტამინებით მდიდარი საკვების ყოველდღიურად მიღება ამცირებს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის და გლაუკომის განვითარების რისკს. 

4. არ მოწიოთ თამბაქო

თამბაქოს მოხმარება ზრდის თვალის ზედაპირის დაავადებების, კატარაქტისა და მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის განვითარების რისკს. 

5. აკონტროლეთ ორგანიზმის სხვა, სისტემური დაავადებები

დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - ეს ყველაფერი პირდაპირ და ირიბად მოქმედებს თქვენს თვალზე და იწვევს მხედველობის დაქვეითებას სხვადასხვა მექანიზმით. სხვა თანხმლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ძირითადი დაავადების კონტროლი დ მკურნალობა გიცავთ მხედველობის დაქვეითებისგან.

6. აუცილებელია მზისგან დამცავი სათვალის ხმარება 

გაითვალისწინეთ, რომ ულტრაიისფერი გაფმოსხივება აზიანებს რქოვანას, ბროლსა და ბადურა გარსს. დროთა განმავლობაში კი შეიძლება დააჩქაროს კატარაქტის განვითარება. ულტრაიისფერი გამოსხვიება ასევე ზრდის მელანომის განვითარების რისკს. ამიტომ ატარეთ მზისგან დამცავი სათვალე, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე. 

7. 20-20-20! წესი

კომპიუტერთან მუშაობის დროს აუცილებელია რეგულარული შესვენებები. ეცადეთ, ყოველ 20 წუთში მოარიდოთ ეკრანს თვალი და გაიხედოთ უშორესი წერტილისკენ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

8. გაუფრთხილდით თქვენს კონტაქტურ ლინზებს 

ყოველთვის დაიბანეთ ხელები და მიყევით კონტაქტური ლინზების შენახვის ინსტრუქციას. ლინზების ხმარება არ არის რეკომენდებული ძილის, ცურვის და ბანაობის დროს. ქავილის, სიწითლის, ტკივილის ან მხედველობის დაქვეითების შემთხვევაში, დაუყოვნებლიც შეწყვიტეთ კონტაქტური ლინზის ხმარება და მიმართეთ ოფთალმოლოგს!

9. არ გაუზიაროთ თქვენი მაკიაჟის ნაკრები სხვას 

ეს ყოველივე ზრდის ინფექციის გადაცემის რისკს. თვალის მაკიაჟის გამოცვლა რეკომენდებულია მაქსიმუმ 3-4 თვეში. ყოველთვის კარგად ჩამოიბანეთ მაკიაჟი ძილის წინ. თუ გაქვთ სიწითლე, ქავილი ან რაიმე სხვა ჩივილი, მიმართეთ ოფთალმოლოგს!

10. ორსულობის დროს თქვენი მხედველობა შეიძლება გაუარესდეს! 

ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო შეიძლება რეფრაქცია შეიცვალოს და გამძაფრდეს მშრალი თვალის სინდრომი. ბადურის სხვადასხვას დაზიანების გამოსარიცხად ოსულობის დროს რეკომენდებულია ოფთალმოლოგის კონსულტაცია!

11. თუ ხართ 65-ის ან მეტის 

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხედველობას. 40 წლის შემდეგ შეიძლება შენიშნოთ, რომ ახლო მანძილზე კითხვა გიჭირთ. ეს საკმაოდ ხშირი და ნორმალურია, ამ ასაკში დათვალე დაგჭირდეთ. თუმცა მხედველობის დაქვეითება ახასიათებს სხვა მრავალ დაავადებასაც, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. 

12. არ იფიქროთ, რომ მხედველობის დაქვეითება ასაკის მატებასთან ერთად ნორმალურია

ასაკის მატებასთან ერთად თვალიც ბერდება. მხედველობის დაქვეითებას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ, რადგან თვალის ბევრი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კონკრეტული დაავადების აღმოსაჩენად და შემდეგ სამკურნალოდ კი ოფთალმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.

13. ახლო მანძილზე უსათვალოდ კითხვა ყოველთვის კარგი არ არის!

ხშირად მოხუცებული ადამიანი სიამაყით აღნიშავს, რომ უსათვალოდ კითხულობს. ბროლი დაბერების პროცესში იცვლის ფორმას და ვიღებთ ბროლისმიერ მიოპიას, ანუ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახლოს უკეთ ხედავს. ძირითადად, ასეთ დროს კატარაქტა უკვე საკმაოდ განვითარებულია და შეიძლება საჭიროებდეს ქირურგიულ ჩარევას.

REDMED-ით გაიარე ვიდეოკონსულტაცია ოფთალმოლოგთან, სახლიდან გაუსვლელად.

ავტორი: ზურა ღლონტი

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available