| REDMED -

თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე


ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს რედმედმა (ს/ნ 405341465) ჩემი პერსონალური მონაცემ(ებ)ი (მათ შორის, მაიდენტიფიცირებელი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო, სამედიცინო ისტორია და სხვა) დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, შპს რედმედის „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად.

გაცნობიერებული მაქვს, რომ თანხმობა გაცემულია უვადოდ მის გამოხმობამდე და რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მოვითხოვო პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ჩემი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

ამასთან, გაცნობიერებული მაქვს, რომ თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში ვეღარ მივიღებ ჩემზე მორგებულ შეთავაზებებს მომსახურების და/ან პროდუქტ(ებ)ით სარგებლობასთან დაკავშირებით.

თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება შეწყდება შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

გაცნობიერებული მაქვს ჩემი უფლებები, რომ მოვითხოვო წვდომა ჩემ მიერ მიწოდებულ მონაცემებზე, მოვთხოვო შპს რედმედს გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.