| REDMED -

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: 20.10.2019

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპსრედმედისმიერ


ვინ ვართ

შპს „რედმედი“ (შემდგომში კომპანია/რედმედი/ჩვენ) არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული იურიდიული პირი.

საიდენთიფიკაციო ნომერი: 405341465

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, N 25, ბინა N41 

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

თქვენი პირადი მონაცემების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. ამ დოკუმენტში გაწერილია ყველა ქმედება, რაც ეხება რედმედის მიერ თქვენი პირადი მონაცმების შეგროვებას, დამუშვებას, მესამე პირზე გადაცემას, თქვენ უფლებებს და აპლიკაციის მუშაობის პროცესში ამ მონაცემების გამოყენების გზას.

რედმედი აღიარებს ვალდებულებას, პატივი სცეს თქვენ კონფიდენციალობას და შესაბამისად დაიცვას და მართოს თქვენი პერსონალური მონაცემები (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) საერთაშორისო რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამ კონფიდენციალობის პოლიტიკის მიზანია, განმარტოს, როგორ გროვდება ინფორმაცა, როგორ ვიყენებთ მას, რა დროს ხდება ინფორმაციის გამჟღავნება, როგორ შეგიძლიათ, მოიპოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, თქვენს მიერ ინფორმაციის გადახედვის და შესწორების შესაძლებობა.

შპს „რედმედი“ (შემდგომში რედმედი ან ჩვენ) წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას/აპლიკაციას, რომელიც ერთის მხრივ ახორციელებს სამედიცინო სერვისების მიწოდებას და მეორეს მხრივ  აკავშირებს მომხმარებელს (შემდგომში თქვენ) და რედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელს და აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს რედმედის პლატფორმაზე განთავსებული სერვისები.

სხვადასხვა აქტივობებს შორის, რედმედი ასევე აძლევს შესაძლებლობას მის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებს, გამოიყენოს აპლიკაცია მომხმარებელთან ურთიერთობისათვის, შექმნას მასზე თავის განრიგი, დაუკავშირდეს/უპასუხოს მომხმარებელს მართოს განრიგი და მომხმარებელთან  კომუნიკაციის გზები.   

რედმედი არ გამისამართებთ და არ უწევს რეკომენდაციას არცერთ სამედიცინო დაწესებულებას ან ექიმს ან სხვა სამედიცინო პროვაიდერს.

კონფედენციალობის პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორ აგროვებს, იყენებს და ამჟღავნებს რედმედი თქვენ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მიერ აპლიკაციის გამოყენებისას ან მასზე რეგისტრირებისას თქვენივე  თანხმობით მოიპოვა. ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა არ ეხება ინფორმაციას, რომელიც თქვენ თავად მიაწოდეთ რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელს, ან მათთან დაკავშირებულ მესამე მხარეს. პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც არ არის რედმედთან შრომითი ურთიერთობით და დაკავშირებული, თავად არის პასუხისმგებელი მომხმარებლის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დაცვაზე.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

ჩვენი გუნდი, გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით რედმედს

როდესაც თქვენ რეგისტრირდებით რედმედის პლატორმაზე, ან ქმნით თქვენს პროფილს, ან შედიხართ თქვენს პროფილზე, როგორც რეგისტრირებული მომხმარებელი, ან სარგებლობთ რედმედის ნებისმიერი სერვისით, ან ტოვებთ კომენტარს სტატიაზე, ან მონაწილეობთ გამოკითხვაში, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება თქვენი იდენტიფიცირება მოხდეს. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს: თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საბანკო ბარათის ნომერი სერვისის ღირებულების გადასახდელად. ასევე, რედმედმა შეიძლება შეაგროვოს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ან იმ პირის ჯანმრთელობის ინფორმაცია, რომლისთვისაც იყენებთ რედმედის სერვისს. მაგალითად, როდესაც თქვენ სარგებლობთ რედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის სერვისით თქვენთვის ან სხვა პირისთვის, თქვენ უნდა შეიყვანოთ გარკვეული ინფორმაცია - მისამართი, მომხმარებლის ასაკი, ვიზიტის მიზეზი იმისათვის, რომ მომსახურების მიმწოდებელმა განსაზღვროს, რამდენად შეუძლია ამ ვიზიტის შესრულება და თქვენთვის მომსახურების გაწევა.
თქვენი პერსონალური ინფორმაცი შეიძლება  რედმედის მიერ სხვა გზითაც შეგროვდეს.

პერსონალური მონაცემები, მოპოვებული ეფლის  ჯანმრთელობის აპლიკაციების საშუალებით, ან ეფლის სხვა აპლიკაციასთან სინქრონიზაციის საშუალებით, რედმედის მიერ არ გამოიყენება რეკლამის, მარკეტინგის, ან სხვა use-based data mining purposes.   ამასთან, რედმედი არ გადასცემს ამ გზით მოპოვებულ მონაცემებს  მესამე მხარეს.

რომ შევაჯამოთ, რედმედი აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენთვის მოცემული ნებართვის საფუძველზე. ჩვენ არ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს რაიმე სხვა მიზნებისთვის, გარდა იმისა რაც ამ დოკუმენტში არის აღწერილი, თუ არ გვექნება თქვენი თანხმობა, ან თუ ამას არ მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერი ნებართვა, რაც ჩვენ მოგვეცით, ნებისმიერ დროს. რედმედი იტოვებს უფლებას, ამ შემთხვევაში გააუქმოს თქვენი პროფილი.

გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმა/აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ მონაწილეობა ბლოგებში, ფორუმებში, ჩათებში, სტატიების კომენტარებში, თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი მოსაზრება და შეაფასოთ სტატია, შექმნათ ჯგუფები, მონიშნოთ სტატია, როდესაც თქვენ იყენებთ ამ შესაძლებლობებს, რედმედი არ არის პასუხისმგებელი იმ პირადი/პერსონალური ინფორმაციის დაცულობაზე, რასაც თქვენ ასაჯაროვებთ სხვა მომხმარებლებთან ზემოთ აღწერილი გზით.

ასევე, როდესაც თქვენ თქვენი ნებით ასაჯაროებთ პერსონალურ ინფორმაციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ეს ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს და გამოყენებული იქნას ნებისმიერი სხვა პირის მიერ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ვინ კითხულობს თქვენს პოსტს და როგორ იყენებენ სხვა მომხმარებლები თქვენი პოსტით მიღებულ ინფორმაციას.  ამის გათვალისწინებით, გთხოვთ სიფრთხილით მოიკიდოთ ინფორმაციის გასაჯაროებას პლატფორმის/აპლიკაციის ისეთ ადგილებში, რომელიც ხელმისაწვდომია სხვა მომხმარებლებისათვის. სხვა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილას თქვენს მიერ გასაჯაროებული პერსონალური მონაცემების დაცვაზე რედმედი არ იღებს პასუხისმგებლობას.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება არცერთ სხვა ქსელურ ან ციფრულ მომსახურებაზე, რომელზე წვდომაც შესაძლოა თქვენ მიერ განხორციელდეს სერვისების მეშვეობით, ან რედმედის ბიზნეს პარტნიორების ქსელურ ან ციფრულ სერვისებზე, რომელთაც გააჩნიათ მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და გამოყენების ისეთი პრაქტიკა და პოლიტიკა, რაც განსხვავდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან.  

მომსახურების მიღებით/გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით  წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ პრაქტიკასა და პოლიტიკას და გასცემთ თანხმობას თქვენ შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გაზიარებისთვის წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესის შესაბამისად. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ვერ ისარგებლებთ მომსახურებით.  თუკი თქვენ მომსახურებას იყენებთ სხვა პიროვნების (როგორიცაა მაგალითად თქვენი შვილი) სახელით, თქვენ წარმოადგენთ ამგვარი პირის ან ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, რომელსაც შეუძლია თანხმობა განაცხადოს კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ხსენებული პირის სახელით.

გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ რედმედის სერვისების გამოყენება, ყოველთვის ექვემდებარება/გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც  დაკავშირებულია კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და უნდა დაეთანხმოთ რედმედის პლათფორმაზე რეგისტრაციის დროს.

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

ქვემოთ მოცემულია მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები, რომლის ფონზეც ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენი ინფორმაციის გამოყენების მიზნებს და ჩვენს სამართლებრივ საფუძვლებს:

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

ჩვენი მიზანი:

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:

თქვენთან ურთიერთობისთვის;

თქვენი მოთხოვნების   დასაკმაყოფილებლად,   თანამშრომლობის ახალი გზების   შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის   განსავითარებლად;

მარკეტინგული აქტივობების   შესამუშავებლად და   განსახორციელებლად;

იმის შესასწავლად, თუ როგორ   იყენებენ კლიენტები ჩვენს   პროდუქტებსა და მომსახურებას;

ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და   მომსახურების განსავითარებლად/  სამართავად;

მონაცემების განახლება, თქვენთვის   საინტერესო პროდუქტებისა და   მომსახურების იდენტიფიცირება და   ამ ინფორმაციის თქვენთვის   მოწოდება;

პროდუქტებისა და მომსახურების   განვითარება;

ახალი პროდუქტებისა თუ   მომსახურების შეთავაზებისთვის   კლიენტთა ფოკუს ჯგუფების   განსაზღვრა;

თქვენი თანხმობა;

სახელშეკრულებო ვალდებულებათა   შესრულება;

ჩვენი კანონიერი ინტერესები;

ჩვენი კანონიერი მოვალეობ

ჩვენი პროდუქტებისა და   მომსახურების მისაწოდებლად;

კლიენტების გადახდების   განსახორციელებლად და   სამართავად;

ჩვენი კანონიერი მოვალეობებისა   და სახელშეკრულებო   ვალდებულებების ეფექტიანად    შესრულება;

 

თქვენი თანხმობა;

სახელშეკრულებო ვალდებულებათა   შესრულება;

ჩვენი კანონიერი ინტერესები;

ჩვენი კანონიერი მოვალეობა.

ჩვენთვის რელევანტური კანონებისა   და რეგულაციების შესასრულებლად;

საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად   და მათი მოგვარების გზების   მოსაძიებლად

 

კანონიერი   მოვალეობების შესრულება

ჩვენი კანონიერი მოვალეობა.

ხელშეკრულებებით ნაკისრი უფლებების  ვალდებულებების განხორციელება.

ვალდებულების შესრულება

ჩვენი კანონიერი მოვალეობების და   სახელშეკრულებო ვალდებულებების   ეფექტიანად შესრულება

თქვენი სამედიცინო დოკუმენტაციისა და სტატისტიკის წარმოებისთვის

ვალდებულების შესრულება

კანონიერი   მოვალეობების შესრულება

ჩვენი კანონიერი მოვალეობების და   სახელშეკრულებო ვალდებულებების   ეფექტიანად შესრულება

 

პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას და ვაჯგუფებთ მას შემდეგნაირად:

პერსონალური ინფორმაციის ტიპებ

აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია

საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია

სახელშეკრულებო

დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა  და გაწეული მომსახურების შესახებ

ლოკაციური

მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ჩვენ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით ან კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან.

ქცევითი

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას

ტექნიკური

ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახე

საკომუნიკაციო

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებს თქვენს შესახებ წერილებიდან, ელექტრონული წერილებიდან ან ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით

დოკუმენტური მონაცემები

სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და სხვა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა რეგულაციები ზოგიერთ პერსონალურ მონაცემს განიხილავს, როგორც განსაკუთრებული ტიპის ინფორმაციას. ამ ტიპის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დამუშავება ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ მიზანს. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება მათ შორის სამედიცინო შინაარსის ინფორმაცია.


როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად/როდესაც ჩამოტვირთავთ და დააინსტალირებთ რედმედის აპლიკაციას;
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით
  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
  • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
  • როცა იღებთ სერვისს რედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელთან.

ინფორმაციის მოგროვების სხვა გზები, გარდა თქვენს ნიერ მოწოდებულისა

„Cookies“- ჩვენი აპლიკაცია შეიძლება იყენებს Cookies ან სხვა ტექნოლოგიებს მონამემთა შესაგროვებლად. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგიები, რომ გავამარტივოთ თქვენი რეგისტრაციის, პროფილის შექმნის და აპლიკაციაში შესვლის პროცესი. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგიები ასევე იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაზე, მათ გადადგილებაზე/მოქმედებაზე აპლიკაციის ფარგლებში. ეს ინფორმაცია დაგვეხმარება, გავიგოთ, აპლიკაციის/პლატფორმის რომელი ნაწილი სარგებლობს მეტი პოპულარობით, გავაუმჯობესოთ და თქვენზე მორგებული გავხადოთ აპლიკაცია/პლატფორმა.

პლატფორმაზე/აპლიკაციაზე მოძრობის თვალყურის დევნება და სხვა ანალიტიკური სერვისები- ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ანალიტიკური სერვისები, რომ შევისწავლოთ თქვენი აპლიკაციზე/პლატფორმაზე მოქმედების დეტალები. ეს ანალიტიკური სერვისები იძლევა საშუალებას, სტატისტიკურად გაანალიზდეს  თქვენს მიერ ნებისმიერი მოწყობილობით (მობილური, ტაბლეტი, პედი, კომპიუტერი) რედმედის აპლიკაციაზე/პროტალზე განხორციელებული  ქმედებები - დათვალიერება, მონიშვნა, შესვლა, გახსნა და სხვა. ამ დროს ჩვენ არ ვახდენთ პერსონალური იდენტიფიცირებადი მონაცემების მოგროვებას. ხდება მხოლოდ ერთიანი სტატისტიკური ანალიზი, რათა გავიგოთ მომხმარებლის ჩვევები და საიტი გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული.

„Web Beacons“ -  ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია (Web Beacons-უხილავი ფიგურები), რომ შევაფასოთ თქვენი გადაადგილება/მოქმედება ჩვენს პორტალზე. ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ “Web Beacons” და „  cookies ჩვენს იმეილ-გზავნილებში, რომ დავთვალოთ, რამდენი მათაგნი  იქნა გახსნილი.

ინფორმაცია თქვენი მობილური მოწყობილობიდან - ჩვენს მიერ შეიძლება აპლიკაციის მუშაობისას მოხდეს ინფორმაციის შეგროვება თქვენი მობილურიდან. მაგალითად აპლიკაციამ შეიძლება მოგთხოვოთ ლოკაციის სერვისი ჩართვა, რომ რედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელს გაუმარტივდეს თქვენს მისამართზე მოსვლა. თქვენ შეიძლება უარი თქვათ ამ ლოკაციის სერვისის ჩართვაზე, მაგრამ გაითვალისწინებთ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვერ ისარგებლოთ სრული სერვისებით. ასევე, რედმედმა შეიძლება შეაგროვოს თქვენი მობილურიდან მულტიმედია (სურათები, ვიდეოები და სხვა) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ატვირთავთ კონკრეტული ფოტოს ან ვიდეოს  რედმედზე. თქვენი პროფილის ფოტოს გარდა სხვა  ატვირთული ფაილები არ იქნება ხელმისაწვდომი სხვა მომხმარებლებისათვის გარდა იმ შემთხვევასა, თუ თქვენ ფაილს ტვრითავთ საერთო სივრცეში, სადაც წვდომა აქვს ყველა მომხმარებელს.  თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ რედმედი არ არის პასუხისმგებელი სხვა მომხმარებლების მიერ თქვენი საერთო სივრცეში განთავსებული ფაილის გამოყენებაზე.

როგორ ვიყენებთ ინფორმაციას

ძირითადად, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას შემდეგი სახით:

  • დავამუშავოთ თქვენი მონაცემები რეგისტრაციისას, მივიღოთ და დავამუშავოთ ინფორმაცია სერვისის მოთხოვაზე ან სერვისის ჩატარებაზე
  • გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ჩვენს ურთიერთობაზე ან ჩვენს შორის შეთანხმებაზე
  • გამოგიგზავნოთ შეტყობინება ჩვენს პროდუქტებზე, სერვისებზე, სპეციალურ შეთავაზებებზე. გამონაკლისს წარმოადგენს განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაცია, ამ შემთხვევაში სამედიცინო ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ არ გამოვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისათვის თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.
  • დაგიკავშირდეთ ნებისმიერი გზით ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც ჩვენი აზრით, თქვენთვის საინტერესო იქნება.
  • გავხადოთ სერვისები თქვენზე მორგებული და პერსონალიზებული
  • მივაწოდოთ მესამე პირს აგრეგირებული ინფორმაცია არაიდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემების სახით აპლიკაციის მომხმარებლების და აპლიკაციის მუშაობის შესახებ
  • ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ არაიდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემები სტატისტიკური ანალიზისათვის, მარკეტინგისათვის, ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად
  • ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ არაიდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემები მკვლევარებს, სარეკლამო კომპანიებს,

ჩვენ გამოვიყენებთ IP მისამართებს, რომ გავაანალიზოთ მოთხოვნები, ვიზიტორების საიტზე მოძრაობის ტრაექტორია, მოვახდინოთ საიტის ადმინისტრირება და შევაგროვოთ დემოგრაფიული ინფორმაცია აგრეგირებული, არაიდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემების სახით.

თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ სხვაგვარად არ მოითხოვთ წერილობით, ჩვენ, საკუთარი გადაწყვეტილებით, გვაქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, შევინახოთ ყველა ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია კანონით ნებადართული გზით. თუ თქვენ გინდათ, თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ნაწილობრივ ან მთლიანად, ამოღებული იქნას/წაიშალოს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, თქვენ უნდა დაგვიკავშირდეთ წერილობით შემდეგ მისამართზე: info@redmed.ge ჩვენ არ გავყიდით, ვიყიდით ან სხვაგვარად გავაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იმ გამონაკლისების გარდა, რაც გაწერილია კონფიდენციალობის პოლიტიკაში ან რა გზაც შეგითანხმეთ მონაცემთა შეგროვებისას.

როდის შეიძლება გავუზიაროთ თქვნი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეს

ვიზიტები: ჩვენ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელს, რომ გადავცეთ თქვენი მოთხოვნა, იქნება ეს ვიზიტი თუ ონლაინ კავშირი. რედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა მათი პირადი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერი პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია (განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაცია) დაცული იქნება ჩვენს მიერ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონი პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ.

აფილირებული ორგანიზაციები: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია აფილირებულ ორგანიზაციებს და ბიზნესებს, თუმცა განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების გაზიარების შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ აგრეგირებული, არაიდნეტიფიცირებადი მონაცემების სახით,  არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. სხვაგვარად განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების გაზიარება აფილირებულ ორგანიზაციებზე და ბიზნესებზე მოხდება მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებულიმომსახურების მიმწოდებელი: აპლიკაციის მუშაობის პროცესისთვის ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა კომპანიები, რომლებიც აწვდიან სხვადასხვა სერვისებს. მაგალითად, საბანკო ტრანზექციები რედმედის სერვისის მისაღებად. ასეთ შემთხვევაში სხვა კომპანიას შეიძლება გადაეცეს თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მოცულობით, რაც საჭიროა სხვა კომპანიის მიერ თავისი ფუნქციის შესასრულებლად.  ასეთ შემთხვევაში თქვენი გადაცემული პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელია მიმღები ორგანიზაცია. როდესაც თქვენ ყიდულობთ ჩვენს სერვისს ან ერთვებით აპლიკაციის შემოთავაზებულ რაიმე აქციაში, თქვენ ეთანხმებით, რომ მას გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები, გარდა განსაკუთრებული (სამედიცინო) პერსონალური მონაცემებისა.

ინფორმაცია ჩვენი  შესაბამისი პარტნიორებისგან: როდესაც თქვენ მიერ ხორციელდება გადახდა ჩვენი სერვისების მეშვეობით (რომელიც განხილული იქნება შემდგომ და ასევე, გამომდინარეობს ხელშეკრულების სხვა დებულებებიდან), თქვენი საბანკო ბარათის ინფორმაციის მოპოვება და შენახვა ხორციელდება ჩვენი გადახდის დამუშავების პარტნიორის მიერ. ჩვენი გადახდის დამუშავების პარტნიორის მიერ ხორციელდება თქვენ მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ბარათის შესახებ) მოპოვება, რაც საჭიროა თქვენი გადახდის დამუშავებისთვის. პარტნიორის მიერ მონაცემთა ამგვარი გამოყენება და შენახვა რეგულირდება მომსახურების შესაბამისი პირობებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით.  ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვინახავთ, მოიცავს თქვენი საბანკო ბარათის ტიპს და საბანკო ბარათის ბოლო ოთხ ციფრს.                                                          

განსაკუთრებული გარემოებები

ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი მონაცემები:

  • საგამოძიებიებო/სამართალდამცავი უწყების მოთხოვნის პასუხად, როგორც ეს დადგენილია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
  • ჩვენი ბიზნესის ნაწილის ან სრული გასხვისების, შერწყმის ან სხვა ტიპის გარიგებით მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ იძახებთ ბინაზე ან სხვა სახით უკავშირდებით რედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელს, მას გაეხსნება წვდომა თქვენს პროფილში შეტანილ ყველა ინფორმაციაზე.

თქვენი პერსონალური მონაცემების ცვლილება

თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ და განაახლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერ დროს აპლიკაციაზე/პორტალზე თქვენით.

თუ მონაცემების შეცვლისას რაიმე შეკითხვა გექნებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ info@redmed.ge როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს

ჩვენ ვიყენებთ კომერციულად შესაბამის ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ დარგის მიღებულ სტანდარტებს, რომ   დავიცვათ ჩვენთ შეგროვებული ინფორმაცია დაკარგვისგან, მოპარვისგან, არაავტორიზებული ნახვისგან, ცვლილებებისაგან ან გამჟღავნებისაგან ყველა ეტაპზე, როგორც თქვენგან ან მესამე პირისგან გადმოცემის, ასევე ჩვენთან შეგროვების ან მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამწუხაროდ, არცერთი ტექნოლოგია და სტანდარტი არ იძლევა ას პროცენტიან უსაფრთხოების გარანტიას. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მონაცემების დაცულობისათვის, თუმცა პრობლემის შემთხვევასი აუცილებლად გაცნობებთ უმოკლეს შესაძლებელ დროში.  გარდა ამისა, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის მიერ პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ზოგადი ინდუსტრიული სტანდარტების მიხედვით ვიმოქმედოთ და ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დავიცვათ. ინფორმაციის დაცვა საჭიროა გადმოცემისა და შენახვის დროსაც. მაგალითად, თუ განსაკუთრებული კატეგორიის (სენსიტიური) ინფორმაცია შეგყავთ ჩვენს საიტზე, ჩვენ მის დაშიფვრას ვახორციელებთ Secure Socket Layer (SSL) ტექნოლოგიის გზით.

ჩვენ ვინახავთ და ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას სერვერებზე რომელიც განთავსებულია ევროპაში. გარდა ამისა, გვაქვს სათადარიგო და საარქივო სისტემები.

თქვენს ანგარიშს (ექაუნთი) იცავს პაროლი და 2ფაქტორიანი სმს ვერიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს თქვენს დაცულობასა და უსაფრთხოებას. თუ ანგარიშზე მესამე მხარის საიტისა ან სერვისის მეშვეობით შეხვალთ, შესაძლოა, გქონდეთ დამატებითი ან განსხვავებული დაცვის საშუალებები შესვლისას, რასაც შემოგთავაზებთ მესამე მხარის საიტი ან სერვისი. თქვენ უნდა მოახდინოთ არაავტორიზებული წვდომის/შესვლის პრევენცია თქვენს ექაუნთსა და პერსონალურ ინფორმაციაზე პაროლისა და/ან შესვლის სხვა მექანიზმის სწორად შერჩევით, თქვენს კომპიუტერსა თუ მოწყობილობაზე, ასევე ბრაუზერზე წვდომის შეზღუდვით. ამისთვის, აუცილებელია ექაუნთზე საქმიანობის დასრულების შემდეგ სისტემიდან გამოსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შესანახად ისეთ სამოქმედო გარემოში, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, ჩვენ მაინც არ და ვერ ვიძლევით ამ ინფორმაციის უსაფრთხოების სრულ გარანტიას. თუ ჩვენი ურთიერთობის რომელიმე მომენტში ჩვენ ეჭვი შეგვეპარება, რომ პერსონალურ ინფორმაციას საფრთხე დაემუქრა, ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ რაც შეიძლება სწრაფად, როგორც მოცემული პირობები მოგვცემს საშუალებას. თქვენი ელ-ფოსტის მისამართის ცოდნის შემთხვევაში, შეტყობინებას გამოგიგზავნით იმ მისამართზე, რომელიც ყველაზე ბოლოს შეიყვანეთ ჩვენს ვებგვერდზე. გთხოვთ, მუდმივად განაახლოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ჩვენს საიტზე. ელ-ფოსტის მისამართის განახლება/შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება. ჩვენი შეტყობინების მიღებისას, მისი ამობეჭდვაც შესაძლებელია. ამ შეტყობინებების მიღების შემთხვევაში, თქვენი კომპიუტერისა ან მობილური მოწყობილობით, ასევე ელ-ფოსტის აპლიკაციით უნდა იხელმძღვანელოთ. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენი ელ-ფოსტა ხსენებული შეტყობინების მიღების საშუალებაა.

ცვლილებები ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკაში

კონფიდენციალობის პოლიტიკა პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს. ცვლილებების შესახებ თქვენ მოგივათ შეტყობინება და ცვლილებები გამოქვეყნდება პორტალზე/აპლიკაციაზე. თუ თქვენ გააგრძლელებთ აპლიკაციის/პორტალის გამოყენებას ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, თქვენი თანხმობა იქნება ნახულისმები.

მარკეტინგი

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ,  ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებების პირობებში რედმედის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

 

მესამე მხარის ლინქები

ჩვენს აპლიკაციაზე/პორტალზე შეიძლება განთავსებული იყოს მესამე მხარის ვებგვერდების ლინქები. ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარეს, ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მათი კონფიდენციალობის პოლიტიკა შეიძლება განსხვავებული იყოს და ისინი თავად არიან პასუხისმგებელნი თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე. თქვენ ეთანხმებით, რომ რედმედი არ არის პასუხისმგებელი პერსონალური ინფორმაციის დაცულობაზე, რომელიც თქვენ მიაწოდეთ რედმედზე არსებული ლინქის მესამე მხარის ვებგვერებს.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია ჩვენთან რჩება მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც თქვენ ღია ანგარიში გაქვთ ან სხვაგვარად გჭირდებათ სერვისები.ზოგიერთ შემთხვევაში პერსონალურ ინფორმაციას მეტი ხნით ვინახავთ, როდესაც ეს საჭიროა ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების განსახორციელებლად, დავების მოსაგვარებლად, ანდა - საფასურის გადასახდელად, თაღლითობის პრევენციისთვის, ხელშეკრულების შესასრულებლად ან ყველა იმ ქმედების განსახორციელებლად, რაც კანონით, წესითა თუ რეგულაციითაა ნებადართული. შემდეგ, ჩვენთან რჩება გარკვეული ინფორმაცია დეპერსონალიზებული, საერთო ფორმით, რაც თქვენი ვინაობის იდენტიფიცირების საშუალებას აღარ იძლევა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

ამ დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღი ვებგვერდის ზედა ნაწილშია მითითებული. მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ აუცილებლად გაცნობებთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული გზით. თქვენ მიერ სერვისების უწყვეტი გამოყენება ძალაში შესვლის შემდგომ თქვენ მიერ შეცვლილ პოლიტიკაზე თანხმობას ნიშნავს. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ  პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა არ გამოგრჩეთ უახლესი ინფორმაცია. შეცვლილი პოლიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია წინა ვერსიაზე. თუ თქვენ არ გსურს, რომ მომავალში ამ პოლიტიკაში ცვლილებები განხორციელდეს, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ სერვისების გამოყენება ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ.

 

როგორ დაგვიკავშირდეთ

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

 

ელ.ფოსტა: info@redmed.ge